მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ბიძინა ივანიშვილი ვალდებულიც იყო, გამოსულიყო და საზოგადოებისთვის სიმართლე ეთქვა“ - ვოლსკი

უმრავლესობის წევრი, ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი

პარლამენტის პირველი ვიცე სპიკერი გია ვოლსკი „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის დღევანდელ განცხადებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ „ივანიშვილი ვალდებულიც იყო, გამოსულიყო და საზოგადოებისთვის სიმართლე ეთქვა“.

„მეტამორფოზა, რომელიც ვიხილეთ, სწორედ იმ პერიოდში, როდესაც სახელმწიფოს ინტერესები აბსოლუტურად სხვა ქმედებებს თხოულობდა პრემიერ-მინისტრისგან, რასაკვირველია უმკაცრესად უნდა შეფასდეს პოლიტიკური თვალსაზრისით.

გარდა ამისა, ბიძინა ივანიშვილი ვალდებულიც იყო გამოსულიყო და საზოგადოებისთვის სიმართლე ეთქვა. ვინაიდან ამ არაადეკვატურ მოქმედებებს პრემიერ-მინისტრისა, დაემატა კიდევ ინტენსიურად გავრცელებადი ჭორი იმის თაობაზე, რომ თითქოს და ამას რაიმე კავშირი აქვს ბიძინა ივანიშვილის ინტერესებთან, იქმნება ახალი პოლიტიკური ძალა და თითქოს რაღაც გარკვეულ სცენარს არის დაქვემდებარებული პროცესი“, - აცხადებს ვოლსკი.

ინფორმაციისთვის, ბიძინა ივანიშვილი „ქართული ოცნებიდან“ ექსპრემიერის გიორგი გახარიას წასვლას განცხადებით გამოეხმაურა. ივანიშვილმა თქმა, რომ „გახარიას ქმედება იყო სახელმწიფოს ღალატი“.

ამავე თემაზე:

✔️ „გახარიას ქმედება იყო სახელმწიფოს ღალატი“ - ბიძინა ივანიშვილის განცხადება

✔️ „ივანიშვილი ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა, იძულებული გახადა მკვეთრი განცხადებით ეპასუხა“ - თურნავა

✔️ „ივანიშვილს, როგორც ჩანს, პოლიტიკა არ დაუტოვებია“ - ვახტანგ ძაბირაძე