მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ბიძინა ივანიშვილს არ უთქვამს „მოღალატე იყოო“ - კახა კალაძე

თბილისის მერი, 2020

ბიძინა ივანიშვილის წერილი, რომელიც გუშინ იხილა საზოგადოებამ, იყო ერთ-ერთი დასტური იმისა, რომ გიორგი გახარიას პარტიის დაფუძნება არ არის ივანიშვილის პროექტი, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

„ბიძინა ივანიშვილს არ უთქვამს „მოღალატე იყოო“ - ეს მის განცხადებაში არ ყოფილა. მან ღალატი ახსენა გუნდთან მიმართებით.

რა თქმა უნდა, არ იყო მოსაწონი ის კონკრეტული გადაწყვეტილება, რომელიც იმ კონკრეტულ მომენტში მისი მხრიდან იქნა მიღებული.

ბიძინა ივანიშვილის მიერ გამოქვეყნებულ წერილში ყველაფერი იყო ნათქვამი და წერტილი დაესვა მითქმა-მოთქმას, თითქოს გიორგი გახარიას პარტიის შექმნა ბიძინა ივანიშვილის პროექტია“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

შეგახსენებთ, 7 ივნისს „ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა ბიძინა ივანიშვილმა, გიორგი გახარიასთან და გავრცელებულ ხმებთან დაკავშირებით, რომ თითქოს გახარიას პარტია მისი „პროექტია“ ოფიციალური განცხადება გაავრცელა.

აგრეთვე წაიკითხეთ:👇

👉 „გახარიას ქმედება იყო სახელმწიფოს ღალატი“

👉 „ფსევდოპარტიების შექმნა ჩემი ხელწერა არასდროს ყოფილა, გამორიცხულია ასეთი რამ საზოგადოებას ვაკადრო“ - ივანიშვილი

👉 ივანიშვილის დღევანდელი განცხადებით ამომრჩევლისთვის საკმაოდ ნათელი ხდება არსებული პოლიტიკური ვითარება