მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ბიძინა ივანიშვილს ვაქებდი, ვადიდებდი, მეგონა, ღმერთის გამოგზავნილი კაცი იყო“ - ანზორ მელია

ექიმი ანზორ მელია

ზუგდიდში „ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატის ანზორ მელიას განცხადებით, 2012 წელს ის „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი იყო.

მისი თქმით, წლების წინ საკუთარი კალმით მივიდა საარჩევნო უბანზე, რათა ხელისუფლების ცვლილებაში მონაწილეობა მიეღო.

„რვა საათზე ჩემი კალმით ვიყავი 47-ე საშუალო სკოლის კარებთან. ეს იმიტომ, რომ გირგვლიანის საქმეზე ისეთივე რეაქცია მქონდა, როგორც ყველა ქართველს...“, - აღნიშნა ანზორ მელიამ სატელევიზიო გადაცემაში სტუმრობისას.

შეგახსენებთ, რომ ანზორ მელია ზუგდიდის მერობის არჩევნების მეორე ტურში „ქართული ოცნების“ კანდიდატს მამუკა წოწერიას დაუპირისპირდება.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური 30 ოქტომბერს გაიმართება.