მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ბრიუსელის ფორუმზე ირაკლი ღარიბაშვილი წამყვან სპიკერად არის დასახელებული

ირაკლი ღარიბაშვილი

2021 წლის 14-18 ივნისს მიმდინარე ნატო-ს სამიტის ფარგლებში, გაიმართება ბრიუსელის ფორუმი.

სამინისტროს ცნობით, ფორუმის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა ღონისძიების დღის წესრიგი, სადაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი წამყვან სპიკერად არის დასახელებული ნატოს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგთან და მსოფლიო ლიდერებთან ერთად, მათ შორის თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან, კანადის პრემიერ-მინისტრ ჯასტინ ტრუდოსთან, გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელთან, ბელგიის პრემიერ-მინისტრ ალექსანდერ და კრუსთან, ესტონეთის პრემიერ-მინისტრ კაია კალასთან, საბერძნეთის პრემიერ-მინისტრ, კირიაკოს მიცოტაკისთან, სლოვაკეთის პრეზიდენტ ზუზანა ჩაპუტოვასთან.

უწყების ინფორმაციით, ღონისძიებაში, რომელიც თემატური პანელებისგან შედგება, საქართველოს მთავრობის მეთაური სიტყვით გამოვა პანელზე, სახელწოდებით „Investing in Resilienc“, რომლის ფარგლებშიც ყურადღება გამახვილდება ნატოს მოკავშირეებს შორის მდგრადობის ინტეგრირებულ და კოორდინირებულ მიდგომაში ინვესტირების მნიშვნელობაზე.

ინფორმაციისთვის, გამომსვლელებს შორის ასევე იქნებიან აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის წევრი ჯერარდ კონოლი და ატლანტიკური საბჭოს დირექტორი ანნა ვიესლანდერი.