მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ჩამოვალ საქართველოში და ვიქნები ჩვენი გარდაუვალი გამარჯვების შემოქმედი“ - მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი

მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საქართველოში დაბრუნებას აანონსებს.

მისი თქმით, ქვეყანაში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე ჩამოვა და პოლიტიკური პროცესების უშუალო მონაწილე გახდება.

„მეც, მიხეილ სააკაშვილი, ამ რეფერენდუმის (ადგილობრივი არჩევნები) წინ, წინასწარ ჩამოვალ საქართველოში, ფიზიკურად ვიქნები თქვენთან. რა რისკის ფასადაც არ უნდა იყოს ეს ჩემი სიცოცხლისთვის, თუ ჩემი თავისუფლებისთვის.

მე აუცილებლად ვიქნები ამ პროცესის უშუალო მონაწილე, დამსწრე და თქვენთან ერთად ჩვენი გარდაუვალი ჩვენი გარდაუვალი გამარჯვების აქტიური შემოქმედი“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა ვიდეო მიმართვაში.

ამავე მიმართვაში მიხეილ სააკაშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის ახალ დოკუმენტზე ხელმოწერისკენ მოუწოდა.

ინფორმაციისთვის ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის დოკუმენტზე „საქართველოს წინსვლის გზა“ ხელმოწერის ცერემონია 19 აპრილს, პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა.

აგრეთვე წაიკითხეთ:

„კარგი იქნება შარლ მიშელის ჩამოსვლამდე ყველამ მოაწეროს დოკუმენტს ხელი“ - ვაშაძე

„ნიკა მელია როცა დატოვებს საპატიმროს, მოვუწოდებ ენმ-ს, ხელი მოვაწეროთ შეთანხმებას“ - მიხეილ სააკაშვილი

გახარიას ახალი გუნდის 6 დეპუტატი შეთანხმებას ხელს მოაწერს