მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ჩანაწერებზე საუბარი არ ყოფილა“ - ირაკლი კობახიძე ჰარცელთან შეხვედრაზე

ირაკლი კობახიძე - პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე Pia.ge

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, ევროკავშირის ელჩთან შეხვედრაზე გავრცელებულ ჩანაწერებთან დაკავშირებით საუბარი არ ყოფილა და შეხვედრის თემა მხოლოდ საარჩევნო საკითხები იყო.

„გვითხრეს, რომ შეხვედრის დეტალებზე გარეთ საუბარი არ იქნებოდა. ჩვენ მივაწოდეთ ინფორმაცია საარჩევნო პროცესებთან დაკავშირებით. დაისვა დაახლოებით 3-4 კითხვა სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით.

საქმე ეხებოდა მხოლოდ საარჩევნო თემებს, რაც შეეხება ჩანაწერებს, ამაზე საუბარი არ ყოფილა“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

შეგახსენებთ, რომ ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში კარლ ჰარცელი მმართველი გუნდის ერთ-ერთ ლიდერს ირაკლი კობახიძეს შეხვდა, რის შემდეგადაც ის ოპოზიციის წარმომადგენლებთან გამართვას შეხვედრას.

შეგახსენებთ, რომ ევროკავშირის ელჩის განცხადებით, დიპლომატების უკანონო მოსმენასთან დაკავშირებით ბრიუსელში საქართველოს ელჩი დაიბარეს.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე საქართველოში ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელის განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ჰარცელის განცხადება დიპლომატიურ სტანდარტებს ოდნავ აცდენილი იყო.