მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ჩემთვის ამ ციფრებს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს“ - გახარია IRI-ს კვლევაზე

პარტია ,,საქართველოსთვის

ექსპრემიერი გიორგი გახარია საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) მიერ გამოქვეყნებულ წინასაარჩევნო კვლევებზე საუბრობს და აცხადებს, რომ მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი კვლევა მოქალაქეებთან შეხვედრაა.

გიორგი გახარიას თქმით, არაფერია იმაზე მნიშვნელოვანი, ვიდრე ხალხთან ურთიერთობა.

„ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი კვლევა არის ჩვენს მოქალაქეებთან შეხვედრა. ფაქტობრივად თითქმის ერთი თვეა რეგიონებში სოფელ-სოფელ დავდივარ. ამას ჩემთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, ვიდრე ნებისმიერი ორგანიზაციის კვლევას. იმიტომ რომ არაფერია იმაზე მნიშვნელოვანი, ვიდრე ხალხთან ურთიერთობა.

ამიტომ არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ჩემთვის ამ ციფრებს. პრობლემები, რომელიც არის მოგვარებადია, საკმაოდ სწრაფად იმ შემთხვევაში თუ ძირითადი პრინციპი ნებისმიერი ხელისუფლების იქნება ღირსება, კეთილსინდისიერება და პროფესიონალიზმი. ეს არის ის სამი ძირითადი პრინციპი, რომელზე დაყრდნობითაც დარწმუნებული ვარ, რომ შევძლებთ ძლიერი სახელმწიფოს ჩამოყალიბებას“, - აცხადებს გახარია.

ამავე თემაზე 👇

👉 „ქართული ოცნების“ და „ნაციონალური მოძრაობის“ მდგომარეობა უარესობისკენ მიდის“ - ხუხაშვილი IRI-ს კვლევაზე

👉 „ქართული ოცნება“ - 26%, „ნაციონალური მოძრაობა“ 14% - IRI-ს კვლევა

👉 პატრიარქი 88%, კახა კალაძე 58% - IRI-ს კვლევა