პოლიტიკა

„ჩემთვის მძიმე წარმოსადგენია გახარია სააკაშვილის გვერდით“ - გოგა ხაინდრავა ოპოზიციის საწინააღმდეგო ბანერებზე

კინორეჟისორი გოგა
ხაინდრავა Pia.ge
1632151070
დაკოპირებულია

კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა აცხადებს, რომ დიდ ქალაქებში გაკრული ოპოზიციის საწინააღმდეგო ბანერები მის გემოვნებაში არ ჯდება და არც ის აინტერესებს, ვისი გაკეთებულია.

„გემოვნების საკითხია. მე პოლიტიკაში არ ვმონაწილეობ და ჩემი ვიზუალური გემოვნება ჩემი პროფესიიდან გამომდინარე სულ სხვა სფეროში და სამყაროს სულ სხვა ნაწილშია, ამიტომ ეს გემოვნების საკითხია. ვისი გაკეთებულია, არც ეს მაინტერესებს, რადგან საერთოდ არ ვუყურებ ასეთ რამეებს, თუმცა, ის რომ „ნაციონალური მოძრაობა“ სისხლიანი რეჟიმი იყო, ამაში არც ერთი წუთით, ეჭვი არ მეპარება.

ჟურნალისტის კითხვაზე, მისაღებია თუ არა მისთვის ბანერზე მიხეილ სააკაშვილის გვერდით გიორგი გახარიას დანახვა, ხაინდრავა პასუხობს, რომ მისთვის მძიმე წარმოსადგენია, რომ ყოფილი პრემიერი „ნაციონალური მოძრაობის“ გვერდით იბრძვის. თუმცა, პოლიტიკური სტრატეგიები რეალურ ცხოვრებაში ბევრად მეტს ნიშნავს და ტრაგიკომედიას უტოლდება.

„ჩემთვის ძალიან მძიმე წარმოსადგენია გახარია სააკაშვილის გვერდით და ნამდვილად არ მინდა, რომ ამაში ვიყო დარწმუნებული და ჯერჯერობით, ამის საბაბს არაფერი არ მაძლევს. თუმცა, თუ გავითვალისწინებთ ბოლო ნაბიჯებს, რომელიც გახარიამ გადადგა, იმ აბსურდის პოლიტიკას ვუბრუნდებით, მაგრამ თუ აბსურდის თეატრი სცენაზე საინტერესოა და მაყურებლისთვის - პოლიტიკაში, რეალურ ცხოვრებაში ის ტრაგიკომედიის სახეს იღებს. მაგალითად კომედიაა, როდესაც უმაღლესი ხელისუფლების მატარებელი არცერთი არ თანხმდება ნარკოტესტის ჩატარებას ქვეყანაში, სადაც ნარკოდამოკიდებულება საზოგადოებაში ძალიან მაღალი ხარისხისაა და ეს ძალიან დიდი პრობლემაა“, - აღნიშნა გოგა ხაინდრავამ.

შეგახსენებთ, რომ 17 სექტემბერს საქართველოს დიდ ქალაქებში ოპოზიციის საწინააღმდეგო ბანერები გამოჩნდა, რომელზეც წინა ხელისუფლების მაღალჩინოსნებთან ერთად მედიის თანამშრომლები და გიორგი გახარია არიან გამოსახული. ბანერს აქვს წარწერა - „არა ნაცებს!“ „არა ბოროტებას!“ „არა ღალატს!“.

PIA.GE-ს დღიური

სააკაშვილის მიმართვა, გარდაცვლილი პატიმრ...

PIA.GE-ს დღიური - რუბრიკა, სადაც დღის მნიშვნელოვან ამბებსა და პერსონებს წარმოგიდგენთ.

„თბილისი პრაიდის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი და მასთან მყოფი რამდენიმე პირი დააკავეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ტელეწამყვანი ანა სუბელიანი ავრცელებს.

1634330674

„წინასაარჩევნო კამპანიის დროს, მე ვიყავი მერობის ერთადერთი კანდიდატი, რომელიც ავარიული სახლების პრობლემებზე საუბრობდა“, - ამის შესახებ თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“ -ის ეთერში განაცხადა.

1634326133

ბათუმში 26 მაისის ქუჩაზე ჩამონგრეული კორპუსის მიმდებარედ მოსახლეობის სასწრაფო ევაკუაცია მიმდინარეობს.

1634324883

მიტროპოლიტი დიმიტრი შიოლაშვილი იმ მღვდელმთავრებს მიმართავს, რომლებმაც საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით შექმნილ პეტიციას ხელი მოაწერეს.

1634323933
კახა კალაძე

კახა კალაძე: ჩვენს ვიწროპარტიულ ინტერესებზე მ...

„ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ყველამ, არ აქვს მნიშვნელობა, მმართველი პარტია იქნება თუ სხვა პოლიტიკური პარტიები, ჩვენს ვიწროპარტიულ ინტერესებზე მაღლა უნდა დავაყენოთ ქვეყნის, საზოგადოების და ხალხის ინტერესები“, - ამის შესახებ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ დღეს „ღამის კურიერის“ ეთერში განაცხადა.

„ჩემთვის არასოდეს არავის არაფერი დაუკვეთ...

პლატფორმა Feedc-ის დამფუძნებლის ნიკო კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებული აკო ჭელიძე ამბობს, რომ მისთვის არასოდეს არავის არაფერი დაუკვეთავს.

„მიშა სააკაშვილი არ არის პოლიტპატიმარი დ...

ექსპრემიერის, პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერის გიორგი გახარიას თქმით, მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკური პატიმარი არ არის და იქ არის, სადაც უნდა იყოს.

„უკომენტაროდ!“ - პატრიარქის ძმისშვილმა ფ...

პატრიარქის ძმისშვილმა, მეუფე დიმიტრიმ საკუთარ ფეისბუკგვერდზე სანდრო გირგვლიანის დედის, ირინა ენუქიძის ვიდეო გააზიარა.