მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ჭეშმარიტების ტაიჭზე ხართ ამხედრებული და სიმართლის ველზე დაჭენაობთ“ - სანიკიძე უმრავლესობას

ნაციონბალური მოძრაობის წევრი

„მზად ვართ თქვენთან თანამშრომლობისთვის ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ, შერიგებას ნუ მოითხოვთ, მაგრამ რაღაცებზე შეიძლება მოვრიგდეთ“, - ასე მიმართა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გუბაზ სანიკიძემ საპარლამენტო უმრავლესობას პლენარულ სხდომაზე.

გუბაზ სანიკიძემ მოითხოვა უმრავლესობამ ოფიციალური პასუხი გასცეს კითხვას იმის შესახებ, თუ როგორ აღმოჩნდა რუსეთის დუმის დეპუტატი სერგეი გავრილოვი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში.

„მზად ვართ თქვენთან თანამშრომლობისთვის ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ, შერიგებას ნუ მოითხოვთ, მაგრამ რაღაცებზე შეიძლება მოვრიგდეთ. ვიცი, რომ „ქართულ ოცნებას“ ცოტა ცუდი დღეები გაქვთ ტროცკისტულ-გახარიასეული ამბოხი გაქვთ ჩასაქრობი და ეს გასაგებია. თანაგიგრძნობთ.

მაინც მიმაჩნია, რომ ამ ქვეყნის გადამრჩენელები ხართ, 24 საუკუნის წინ ქუჯი ერისთავმა და ფარნავაზმა, რომ ქართული პროექტი იმიტომ დადეს, რომ თქვენ მოსულიყავით ხელისუფლებაში. მესმის, რომ ოქროს ვარსკვლავები ხართ. ვიცი, რომ ჭეშმარიტების ტაიჭზე ხართ ამხედრებული და სიმართლის ველზე დაჭენაობთ.

ერთი მთავარი შეკითხვა მაქვს თქვენთან. თქვენგან ქართველ ხალხს ამ შეკითხვაზე პასუხი არ მიუღია. როგორ აღმოჩნდა გავრილოვი ზვიადის სავარძელში? გაგვეცით ამაზე პასუხი ოფიციალურად. პასუხს თუ მივიღებთ პირობას გაძლევთ, რომ ამნისტიის კანონპროექტს მხარს დავუჭერ. როგორ და რატომ აღმოჩნდა გავრილოვი ზვიად გამსახურდიას სავარძელში“, - მიმართა სანიკიძემ უმრავლესობას.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

✔️ „ოკუპანტი იჯდა საქართველოს პირველ სავარძელში და თქვენ მელია დასაჯეთ“ - თაკო ჩარკვიანი

✔️ ანრი ოხანაშვილი ლევან ბეჟაშვილს - გირგვლიანის მკვლელობიდან ერთ თვეში დააინიცირეთ კანონპროექტი და 17 დღეში აქციეთ კანონად, თორმეტწლიანი სასჯელი და რვა წელზე დაიყვანეთ

✔️ „თქვენ ვერ და არ მოგცემთ იმის შესაძლებლობას, რომ საზოგადოებას თვალებში ნაცარი შეაყაროთ“- ლევან ხაბეიშვილი

✔️ „ნიკა მელიას გამო ჩავწერეთ ამნისტია შეთანხმებაში და ახლა ხელს რომ არ აწერთ, უხერხული არ არის?“ - ელისაშვილი ენმ-ს