მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ჭირსაც წაუღია ყველა პოლიტიკური პარტია, ჩვენ გვაქვს შანსი, 2 ოქტომბერს ისტორია დავწეროთ,“ - ნიკა მელია

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე

„ჩვენ გვაქვს შანსი, რომ 2 ოქტომბერს ისტორია დავწეროთ“, - აღნიშნულის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ნიკა მელიამ ვაკის რაიონში საერთო ოპოზიციური კანდიდატის ბათუ ქუთელიას წარდგენისას განაცხადა.

მისი თქმით, ბათუ ქუთელია უზრუნველყოფს მომავალი თაობის უსაფრთხო მომავალს.

„ჩვენ გვაქვს შანსი, რომ 2 ოქტომბერს ისტორია დავწეროთ. ამ ქალაქში დავიბადე და გავიზარდე და ზუსტად ვიცი ვაკეში, საბურთალოზე ვისაც არ ეზარება, ახალგაზრდა იქნება თუ ჭარმაგი, იარაღით დადის. ნახევარზე მეტი არის ან გადმობირებული სუსის ან კიდევ მასთან მჭიდროდ დაკავშირებული და არ მინდა, იმ ქვეყანაში ვიცხოვრო, სადაც უნდა მეშინოდეს ჩემი 6 წლის ბავშვის უსაფრთხოების გამო.

ვიცი, რომ ყველას ესმის ჩემი, იმიტომ რომ ციდან ჩამოფრენილი არ ვარ. ჭირსაც წაუღია ყველა პოლიტიკური პარტია, 2 ოქტომბერს ან ქართველი ამაყი ხალხი იმარჯვებს და ისტორია ვწეროთ ან გვეტყვიან, რომ ჩვენ არ ვყოფილვართ ბრძოლისუნარიანი ხალხი, მაგრამ ამას ვერ განაცხადებენ, რადგან საკუთარი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის ფასადაც მივიტანთ ყველაზე ძვირფასს სამსხვერპლოზე.

ვაკის რაიონში თუკი სიმართლე, მორალური უპირატესობა არსებობს და ნამდვილად არსებობს, ადამიანი გამორჩეული თავისი წესიერებით, პატიოსნებით, კვალიფიკაციით, ოჯახიშვილობით, პროფესიონალიზმით ყველაფერი რაც შეიძლება ადამიანს წარმოაჩნდეს, დადებითად არის ამ ერთ ადამიანში მოქცეული - ბათუ ქუთელიაში, რომელიც არის საერთო ოპოზიციური კანდიდატი ვაკის რაიონში და ყველანი ერთად მივდივართ 2 ოქტომბერს და მხარს ვუჭერთ. რომელ ოპოზიციური პარტიასაც გინდათ იმას დაუჭირეთ მხარი, მაგრამ ბათუ ქუთელიამ უნდა უზრუნველყოს ჩვენი შვილების უსაფრთხოება და მომავალი“, - განაცხადა ნიკა მელიამ.

იხილეთ აგრეთვე:

📣„მაქვს ორი გზა: ბოლომდე ვიბრძოლო ან ქვეყნიდან წავიდე“ - ნიკა მელია

📣„2 ოქტომბერს ყველა უნდა გამოვიდეს და ყველამ უნდა მისცეს ხმა ცვლილებას“ - ზურაბ ჯაფარიძე