მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში საქართველოს გაწევრიანებისათვის ლატვიის მიერ გამოხატულ მხარდაჭერას ძალიან ვაფასებთ - ირაკლი ღარიბაშვილი

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ლატვიის რესპუბლიკის პრეზიდენტი ეგილს ლევიტსი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ლატვიის რესპუბლიკის პრეზიდენტ ეგილს ლევიტსთან შეხვედრას სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ეხმაურება.

ირაკლი ღარიბაშვილი წერს, რომ ლატვიას და საქართველოს ხანგრძლივი პარტნიორობა აკავშირებს და საქართველოს მთავრობა ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში საქართველოს გაწევრიანებისათვის ლატვიის მიერ გამოხატულ მხარდაჭერას აფასებს.

„ძალიან კარგი საუბარი შედგა ლატვიის პრეზიდენტ ეგილს ლევიტსთან. ჩვენ ქვეყნებს ხანგრძლივი პარტნიორობა აკავშირებს. საქართველო მადლიერია გლობალურ პანდემიასთან ბრძოლაში ჩვენი პარტნიორის მიერ უზრუნველყოფილი დახმარებისთვის. ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში საქართველოს გაწევრიანებისათვის ლატვიის მიერ გამოხატულ მხარდაჭერას ძალიან ვაფასებთ“, - წერს ირაკლი ღარიბაშვილი.