მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ჩვენ ამ მომენტით უნდა ვისარგებლოთ, რათა პარლამენტში ერთად ვიმუშაოთ უკეთესი მომავლისთვის“- შარლ მიშელი

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ახალი ოფისი გახსნა

„ევროკავშირი საქართველოს უძლიერესი პარტნიორია“, - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.

„მადლობა მინდა გამოვხატო ოპოზიციის მიმართ იმ ერთგულებისთვის, რომელიც გამოხატეს თავიანთი პოლიტიკური ინტერესების გვერდით გაწევით, ეს არ არის სისუსტე, ეს არის სიძლიერე და ეს არის ის გონივრული მიდგომა, რომელიც საჭირო იყო ამ ეტაპზე.

ჩვენ ამ მომენტით უნდა ვისარგებლოთ, რათა პარლამენტში ერთად ვიმუშაოთ უკეთესი მომავლისთვის. ეს რეფორმები ის არის, რაც საქართველოს სჭირდება, რაც უზრუნველყოფს მოსახლეობის უკეთეს მომავალს იმისათვის, რომ გაიხსნას გზა სიღრმისეული თანამშრომლობისთვის ევროკავშირსა და საქართველოს შორის“, - განაცხადა შარლ მიშელმა.

როგორც მიშელი აღნიშნავს, ევროკავშირი არის უძლიერესი პარტნიორი საქართველოსთვის.

„ჩვენ გვაქვს საერთო ფასეულობები, ინტერესები დემოკრატიის და რეფორმების განხორციელების. ჩვენ თქვენს გვერდით ვართ, არსებული პანდემიის პირობებში და ეკონომიკური რეფორმების ფარგლებში. ევროკავშირი 4 მილიონი ევროთი ეხმარება ქვეყანას, ევროკავშირი გამოხატავს უძლიერეს მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.

დღეს კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ ორმხრივი ურთიერთობები არის მნიშვნელოვანი. გარწმუნებთ, რომ ყველა წარმატება ერთად იქნება მიღწეული. “ - განაცხადა შარლ მიშელმა.

ინფორმაციისთვის, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის დოკუმენტზე „საქართველოს წინსვლის გზა“ ხელმოწერის ცერემონია 19 აპრილს, პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა.

შეთანხმებას ხელს აწერენ: „გირჩი“, ზურაბ ჯაფარიძე, „ლელო“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, დავით ბაქრაძე, „რესპუბლიკური პარტია“, სალომე სამადაშვილი, „ქართული ოცნება“, „მოქალაქეები“

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

👉 „ქართულმა ოცნებამ“ და ოპოზიციური პარტიების ნაწილმა შეთანხმებას ხელი მოაწერეს

👉 „ეს შეთანხმება არ არის ფინალური ხაზი, არის საწყისი წერტილი საქართველოს დემოკრატიის განმტკიცებისთვის“