მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„გვაქვს დრო მივაფურთხოთ ეშმაკს და ერთად გავაგრძელოთ ბრძოლა, რომელიც ჩამოშლის ამ ბაბილონის გოდოლს “- შალვა ნათელაშვილი

ნათელაშვილი შალვა

საკანონმდებლო საქმიანობაში ჩართულ ოპოზიციას შალვა ნათელაშვილი პარლამენტის დატოვებისკენ მოუწოდებს. „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა ამ საკითხზე დღევანდელ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

მისი განცხადების ადრესატი იყო „ნაციონალური მოძრაობაც“, რომელსაც პარლამენტში შესვლის შესახებ გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია.

შალვა ნათელაშვილი ოპოზიციას მოუწოდებს, არ ჩაერთოს საკანონმდებლო საქმიანობაში.

„მინდა მეგობრულად, მთელი გულით მოვუწოდო ოპოზიციურ სპექტრს: ძვირფასო მეგობრებო! დადგა ჟამი, როცა, როგორც მერაბ კოსტავა იტყოდა, უნდა დავამტკიცოთ, რომ საქართველო გვიყვარს ჩვენს თავში და არა ჩვენი თავი საქართველოში. ამიტომ ვინც არ შევედით პარლამენტში, გავაგრძელოთ ეს პოზიცია და ფეხი არ შევდგათ, ხოლო ვისაც შეეპარა ფეხი, დაუყოვნებლივ დატოვოს ის ბოროტების სასახლე, დაგვიბრუნდეს, შემოგვიერთდეს და შემოდგომაზე ივანიშვილის ნაკვალევიც აღარ იქნება პოლიტიკურ სივრცეში.

ხალხი მეტს ვეღარ გაუძლებს, ქვეყანას ვერ შევინარჩუნებთ, თუ ეს რეჟიმი დარჩება და მას ბურჯად და სვეტად ოპოზიცია შეუდგება. მომავალი თაობა ამას არ გვაპატიებს. ეშმაკმა წაიღოს ყველა ჩინ-მენდალი, ყველა მანდატი, ყველა სტატუსი, თუ საქართველო არ იქნება კარგად.

ვფიქრობ, ჩვენ, ოპოზიციას კიდევ გვაქვს დრო ვიფიქროთ, მივაფურთხოთ ეშმაკს, დავსხდეთ ისევ ერთად და გავაგრძელოთ ჩვენი ბრძოლა, რომელიც ჩამოშლის ამ ბაბილონის გოდოლს - ივანიშვილის რეჟიმს,“ - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

ინფორმაციისთვის, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის დოკუმენტზე „საქართველოს წინსვლის გზა“ ხელმოწერის ცერემონია 19 აპრილს, პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა.

შეთანხმებას ხელს მოაწერეს ოპოზიციის ნაწილმა. ისინი პარლამენტში 27 აპრილს შევიდნენ.

რაც შეეხება „ნაციონალურ მოძრაობას“, მათ საკანონმდებლო ორგანოში შესვლის შესახებ გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღიათ.

იხილეთ აგრეთვე:

✅„ვიდრე დედამიწა ტრიალებს იმ მიმართულებით, როგორც ტრიალებს, შარლ მიშელის წარდგენილ დოკუმენტს ხელს არ მოვაწერ“- შალვა ნათელაშვილი

✅სალომე სამადაშვილი „ლელოს“ შეუერთდა