მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ჩვენ მოვუწოდეთ მთავრობას, დაადასტუროს თავისი ვალდებულება, დაიცვას ყველა“ - დიეგო კოლასი

ინტერვიუს დიეგო კოლასთან, საფრანგეთის ელჩთან საქართველოში.

საქართველოში საფრანგეთის ელჩმა, დიეგო კოლასმა შს მინისტრთან გუშინ გამართული შეხვედრის შეფასების შესახებ საკუთარ „ტვიტერის“ გვერდზე წერს, რომ მთავრობას მოუწოდა განხეთქილების გამომწვევი სიტყვების ნაცვლად, დაადასტუროს თავისი ვალდებულება, დაიცვას ყველა, მათ შორის უმცირესობები და პრესა.

ის ასევე აღნიშნავს, რომ წუხს „TV პირველის“ ოპერატორის ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების გამო.

„დიპლომატებს გუშინ შინაგან საქმეთა სამინისტროში შეხვედრა გვქონდა. დავადასტურეთ დიდი იმედგაცრუება, თბილისში 5 ივლისს კონსტიტუციური წესრიგის დარღვევის და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევების გამო.

განხეთქილების გამომწვევი სიტყვების ნაცვლად, ჩვენ მოვუწოდეთ მთავრობას, დაადასტუროს თავისი ვალდებულება, დაიცვას ყველა, მათ შორის უმცირესობები და პრესა.

გული მწყდება, რომ გავიგე ოპერატორი ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების შესახებ, რომელიც მძიმედ დაშავდა თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, ვუსამძიმრებ მის ოჯახს და კოლეგებს“,– წერს დიეგო კოლასი.

შეგახსენებთ, რომ 5-6 ივლისს თბილისში რადიკალური ჯგუფების წარმომადგენლები, რომლებიც „თბილისი პრაიდის“ კონტრაქციას მართავდნენ, არასამთავრობო ორგანიზაციების წევრებსა და ჟურნალისტებს ფიზიკურად გაუსწორდნენ.

11 ივლისს, გამთენიისას ტელეკომპანია „პირველის“ ოპერატორი ლექსო ლაშქარავა, რომელსაც 5 ივლისს ფიზიკურად გაუსწორდნენ, დედამ საწოლში გარდაცვლილი იპოვა.

იხილეთ აგრეთვე:

✅„თავდასხმები ჟურნალისტების, ტურისტებისა და სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ საქართველოში დასაგმობია“ - ჯიმ რიში

✅„საქართველო სერიოზულ გზაჯვარედინზეა, რომელიც განსაზღვრავს მის განვითარებასა ან მარცხს უახლოესი ათწლეულების განმავლობაში“- ევროპარლამენტარები

✅„ღრმად შემაშფოთებელია საქართველოს ყველა მეგობრისთვის, მათ შორის ჩემთვისაც“ - აპატურაი ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებაზე