მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ჩვენი მოთხოვნა შესაძლოა მხოლოდ ექსტრადიცია არ იყოს“ - უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი სააკაშვილზე

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის დმიტრო კულებას განცხადებით, დიპლომატები საქართველოს მესამე პრეზიდენტთან უწყვეტ კავშირზე არიან.

„ჩვენ ვამყარებთ მუდმივ კონტაქტს მიხეილ სააკაშვილთან, ასევე ადვოკატებს და კონსულს აქვთ შეუფერხებელი წვდომა. უკვე გვქონდა მასთან რამდენიმე საუბარი, სადაც ნათლად განგვიმარტეს მისი და მისი ადვოკატების პოზიცია“, - აღნიშნა კულებამ ბრიფინგზე.

მისი თქმით, საგარეო საქმეთა სამინისტრო ახლა საქმის სამართლებრივ მხარეს სწავლობს და ირჩევს ალგორითმს, რომელიც გამოყენებული იქნება.

„მე კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა და ჩვენს მოქალაქეებს საზღვარგარეთ გასაჭირში არ ვტოვებ. ამიტომაც, შეგატყობინებთ, როდესაც მივიღებთ გადაწყვეტილებას თუ რა გზით გავაგრძელებთ სვლას და ეს შეიძლება, მხოლოდ ექსტრადიცია არ იყოს“, - აღნიშნა უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

ინფორმაციისთვის, ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისში 1-ელ ოქტომბერს დააკავეს.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ის საქართველოში დაკავებული მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში დაბრუნებას შეეცდება.

მიხეილ სააკაშვილი ციხიდან პერიოდულად წერილებს აქვეყნებს და მხარდამჭერებს მიმართავს. მის ერთ-ერთ წერილში აღნიშნულია, რომ ის არ წყვეტს შიმშილობას და მან უარი განაცხადა უგონო მდგომარეობაში სამედიცინო ჩარევაზე.

ამავე თემაზე:

🔴 „ვნანობ, რომ უკრაინას ასეთი პრეზიდენტი არ ჰყავდა“ - ექიმი კომაროვსკი სააკაშვილზე (ვიდეო)

🔴 „ზელენსკი სააკაშვილის დაკავებით შეშფოთებულია“ - უკრაინის პრეზიდენტის პრესმდივანი

🔴 „მიმაჩნია, რომ როგორც პრეზიდენტს, ჩემს შვილს შეცდომები არ დაუშვია“ - გიული ალასანია (ვიდეო)

🔴 „სააკაშვილის მდგომარეობის შესახებ დეტალების იმ ფორმით გასაჯაროება, როგორც ეს მოხდა, არასწორია“ - ომბუდსმენი

🔴 „მწვანილით დატვირთული მანქანით რომ შემოიპარები, შეურაცხყოფას აყენებ სახელმწიფოს“ - ელისაშვილი მიხეილ სააკაშვილზე