მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„მთავარი აქცენტი პრობლემების გადაჭრაზე უნდა იყოს მიმართული და არა უშინაარსო პოლიტიკურ კინკლაობზე“ - პრემიერი

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი

„ჩვენი მთავარი აქცენტი პრობლემების გადაჭრაზე უნდა იყოს მიმართული და არა უსაგნო, უშინაარსო პოლიტიკურ კინკლაობზე“ , - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის მეთაურმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყების წინ განაცხადა. 

პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომის დაწყების წინ სახელმწიფო კომისიის შექმნაზე ისაუბრა.

ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ სახელმწიფო კომისია დღევანდელ მთავრობის სხდომაზე დამტკიცდება. პრემიერი აცხადებს, რომ კომისიაში მონაწილეობას მიიღებენ კერძო სექტორის წარმომადგენლები და მაღალი დონის ექსპერტები.

„ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი იქნება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის გრძელვადიანი გეგმის შემუშავება და წარმოდგენა, დღეს ჩვენ მთავრობის სხდომაზე დავამტკიცებთ საკითხს, რომელიც ეხება სახელმწიფო კომისიის შექმნას, რომელიც იმუშავებს უახლოესი 3 თვის განმავლობაში და პირველ დოკუმენტს წარმოადგენს მაისის ბოლოს.

კომისიაში, რა თქმა უნდა, მონაწილეობას მიიღებენ ყველა ის დაინტერესებული პირები, როგორიც არის მაგალითად, კერძო სექტორის წარმომადგენლები, ჩვენ, ასევე, მოვიწვევთ მაღალი დონის ექსპერტებს, თხოვნით მივმართავ პარლამენტს, რომ შესაბამისი დარგობრივი კომიტეტების წარმომადგენლები ჩაერთონ აღნიშნული კომისიის მუშაობაში. ჩვენი ამოცანა იქნება, რაც შეიძლება სწრაფად თითოეული მიმართულებით დაიდოს კონკრეტული გრძელვადიანი განვითარების გეგმა.

ოკუპაციის შემდეგ ჩვენი მთავარი გამოწვევა არის ეკონომიკური სიდუხჭირე, უმუშევრობა, სიღარიბე და სწორედ ჩვენი მთავარი ძალისხმევა ამ მიმართულებით უნდა მივმართოთ.

რა თქმა უნდა, ჩვენს მოსახლეობას ძალიან ბევრი პრობლემა აწუხებს. წლების განმავლობაში დაგროვილი პრობლემები ეს არის ყველა მიმართულებით არსებული გამოწვევები და სწორედ ჩვენი ერთიანი ძალისხმევა ამ პრობლემების გადაჭრაზე უნდა იყოს მიმართული და არა უსაგნო, უშინაარსო პოლიტიკურ კინკლაობასა და ურთიერთ დაპირისპირებაზე“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

✔️ ახალ საარჩევნო რეფორმას 8 მარტის ბიუროს სხდომაზე დააინიცირებენ