მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ჩვენც არანაკლებ გულდაწყვეტილი ვართ იმით, რომ პოლიტიკური კონსენსუსი არ შედგა“ - გიორგი ვოლსკი

გიორგი ვოლსკი მაჟორიტარობის კანდიდატების წარდგენის ცერემონიაზე ჟურნალისტებთან კომენტარს აკეთებს, 20 ივლისი 2020 წ.

პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის გიორგი ვოლსკის განცხადებით, მმართველი გუნდი პარტნიორებზე არანაკლებ გულდაწყვეტილია იმით, რომ პოლიტიკური კონსენსუსი ვერ შედგა.

მისი თქმით, იმ ვითარებაში, როცა „ნაციონალური მოძრაობა“ 19 აპრილის შეთანხმებას ხელს არ აწერდა, შეთანხმების პირობების ცალმხრივად შესრულება „ქართული ოცნების“ ამომრჩეველში პროტესტს იწვევდა.

„რასაკვირველია, კრიტიკა მოსალოდნელი იყო და ჩვენც არანაკლებ გულდაწყვეტილი ვართ იმასთან დაკავშირებით, რომ არ შედგა პოლიტიკური კონსენსუსი. უფრო მეტიც, არათუ კონსენსუსი შედგა, არამედ „ნაცმოძრაობისა“ და ცალკეული პოლიტიკური პარტიების პარლამენტში შემოსვლით, საბოტაჟის მასშტაბი და ეფექტურობა მნიშვნელოვნად ამაღლდა და დესტაბილიზაციას სერიოზული წინაპირობა შეექმნა.

გარდა ამისა, საზოგადოებამ ძალიან ცუდად მიიღო, განსაკუთრებით ჩვენმა მხარდამჭერმა საზოგადოებამ, რომ ამ პირობებში მივყვებით შეთანხმებას“, - აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.

ინფორმაციისთვის, „ქართულმა ოცნებამ“ 19 აპრილის შეთანხმება ანულირებულად გამოაცხადა.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 „მოვუწოდებ ყველა მხარეს, საქართველოს მოქალაქეების ინტერესები პირველ ადგილზე დააყენონ“ - შარლ მიშელი

👉 „შეთანხმებიდან „ქართული ოცნების“ გასვლა პოლიტიკური კრიზისის დაბრუნების საფრთხეს ქმნის“ - ნედ პრაისი

👉 „სახელმწიფო დააყაჩაღეს, ყოველ ქართველს შეურაცხყოფა მიაყენეს“ - პაატა ზაქარეიშვილი