მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„დახმარებაზე უარის თქმა იმ სტრატეგიის ნაწილია, რომ საქართველო დასავლეთს ჩამოშორდეს“ - იან კელი

ყოფილი ელჩი

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი ელჩი იან კელი ხელისუფლების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.

„ამ გადაწყვეტილების აღქმა რთულია. ეს გადაწყვეტილება სხვა არაფერია თუ არა იმ სტრატეგიის ნაწილი, რომ საქართველო დასავლეთს ჩამოშორდეს“, - აცხადებს იან კელი.

მთავრობის მეთაურის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მთავრობა ევროკავშირის სესხის მეორე ნაწილის აღებისგან თავს იკავებს.

„75 მილიონის მეორე ნაწილი იყო სესხი, ეს არ იყო გრანტი და დახმარება. წელს, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ უკვე დავიწყეთ საგარეო ვალის შემცირება, მაღალი ალბათობით, ამ თანხის მიღების აუცილებლობა აღარ იქნება“, - აღნიშნა პრემიერმა.

ამავე თემაზე:

🔴 „გადაწყვეტილი გვაქვს, ევროკავშირის სესხის მეორე ნაწილის აღებისგან თავი შევიკავოთ“ - ირაკლი ღარიბაშვილი

🔴 „მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, შეასრულოს რეფორმებთან დაკავშირებული ვალდებულებები“ - ევროკავშირის წარმომადგენლობა

🔴 „მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, შეასრულოს რეფორმებთან დაკავშირებული ვალდებულებები“ - ევროკავშირის წარმომადგენლობა