მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

დამოუკიდებელმა დეპუტატებმა ახალი პარტია დააფუძნეს

ნაცვლიშვილი პარლამენტში

„ქართული ოცნების“ ყოფილმა წევრებმა ახალი პარტია „ჩვენი საქართველო სოლიდარობის ალიანსი“ შექმნეს. პარტიას მემარცხენე დეპუტატი ბექა ნაცვლიშვილი უხელმღვანელებს, გენერალური მდივნის პოსტს მარიამ ჯაში დაიკავებს, პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე კი ზვიად კვაჭანტირაძე იქნება.

პარტიის წევრები იქნებიან ასევე ლევან გოგიჩაიშვილი და გედევან ფოფხაძე. „ჩვენი საქართველო სოლიდარობის ალიანსი“ 2020 წლის საპარლამენტო არჩევენებზე მონაწილეობას გეგმავს, თუმცა ლეიბორისტული პარტიის ოფისში გამართულ მოლაპარაკებებში ჩართვას არ აპირებს.