პოლიტიკა

„დამშვიდდით, დაწყნარდით და კარგად წაიკითხეთ მიშელის დოკუმენტი“ - სამადაშვილი უმრავლესობის დეპუტატებს

ლელოს წევრი სალომე
სამადაშვილი
1620901207
დაკოპირებულია

ფრაქცია „ლელოს“ ხელმძღვანელმა სალომე სამადაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე შარლ მიშელის დოკუმენტზე და ყოფილი პატიმრების ნიკა მელია - გიორგი რურუას შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატებს მიმართა.

სალომე სამადაშვილის თქმით, „ქართულ ოცნებას“ რთული მდგომარეობა შეექმნა და პოლიტპატიმრების გათავისუფლება მოუწია.

სამადაშვილმა მმართველ გუნდის დეპუტატებს განუცხადა, რომ „არ არის საჭირო ხმამაღალი განცხადებები, რადგან არჩევნების შედეგები დღესაც აზანზარებს ქვეყანას“.

„ბატონ ირაკლი ზარქუას მინდა მივმართო, თუ შეიძლება დამშვიდდით. მესმის, რომ ძალიან რთული მდგომარეობა შეექმნა „ქართულ ოცნებას“, მოგიწიათ ორივე პოლიტპატიმრის გათავისუფლება. წინა სხდომაზე მივესალმე გიორგი რურუას და დღეს მივესალმები ნიკა მელიას, ასევე გათავისუფლებულს.

ასე, რომ დამშვიდდით, დაწყნარდით. ასევე ბატონ შალვა პაპუაშვილს მინდა ვუთხრა. მიშელის დოკუმენტი ძალიან კარგად წაიკითხეთ კიდევ ერთხელ, მერე მოუსმინეთ იმ გზავნილებს, რომელსაც დღეს აჟღერებენ ვაშინგტონსა და ბრიუსელში.

მომესმა ბატონი პაპუაშვილისგან თუ რაღაც მცდელობები გაქვთ, გამოაცხადოთ, რომ „მიშელის დოკუმენტი კარგია, მაგრამ ჩვენ ჩვენს კონსტიტუციას და კანონებს უნდა მივხედოთ“. ხომ არ შეგახსენოთ ახლა საიდან გაჩნდა საერთოდ მიშელის დოკუმენტი დღის წესრიგში? გინდათ შეგახსენოთ? 8 მარტის შეთანხმება გახსოვთ, რომელიც არ შეასრულეთ. 8 მარტის შეთანხმება რატომ მოხდა იქნებ ეგეც შეგახსენოთ? პროპორციულ სისტემასთან დაკავშირებით, რომ მოატყუეთ მთელი მსოფლიო და საზოგადოება.

მერე მიიღეთ არჩევნები, რომლის პოლიტიკური შედეგები დღესაც ამ ქვეყანას აზანზარებს. ასე, რომ მიშელის დოკუმენტი რაღაც კი არ არის, არამედ მიშელის დოკუმენტში ჩადებულია ის ცვლილებები, რომელიც კონსტიტუციაში უნდა მივიღოთ. ის ცვლილებები კანონმდებლობაში უნდა მივიღოთ, თქვენ ჩემო ბატონებო და ქალბატონებო, ვეღარასოდეს ვერ ჩაატაროთ ისეთი არჩევნები, როგორიც ჩაატარეთ ოქტომბერში.

ახლა, რომ მოგვიწოდებთ საგამოძიებო კომისიაში შემობრძანდითო, არ გვჭირდება თქვენივე მოპარული არჩევნების, შემდეგ გასალამაზებლად შექმნილი რაღაცა კომისია. გითხრეს თქვენ როგორი არჩევნები ჩაატარეთ, ლეგიტიმურობის ზღვარზე და ისიც გითხრეს, რომ ასეთ არჩევნებს ვეღარ ჩაატარებთ.

ამიტომ, აქ არ არის საჭირო ხმამაღალი განაცხადები იმაზე, რომ თურმე პოლიტპატიმრების გათავისუფლების გადასაფარად აქ ხმამაღლა ისაუბროთ, რაც ხდება სტრასბურგში. ნიკა მელიას მიესალმა სენატორი რიში, როგორც გათავისუფლებულ პოლიტპატიმარს და მიესალმნენ ევროპარლამენტარები.

დიახ, „ნაციონალურ მოძრაობას“ მოუწოდეს პარლამენტში შემოსვლისკენ და შემიძლია ვთქვა, რომ იმედი მაქვს ისინი ამ გადაწყვეტილებას მიიღებენ. თქვენ კი შეგახსენეს თქვენი ვალდებულებები შეასრულოთ“, - აცხადებს სალომე სამადაშვილი.

ამასთან, სალომე სამადაშვილმა პარლამენტის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარეს მიმართა.

„დიახ, მრავალი წელიწადია „ქართული ოცნება“ აცხადებს, რომ თქვენი დეკლარირებული კურსი არის ევროკავშირი და ნატო, ოღონდ მე ის ვიცი, რომ უკრაინისთვის გაწევრიანების გეგმის მინიჭებაზე ნატომ მსჯელობა დაიწყო და საქართველოზე არავინ საუბრობს.

ამიტომ, თქვენს უშინაარსო და უაზრო დეკლარაციებზე მიერთებას არ ვაპირებთ. აქ ამ პარლამენტში ვაპირებთ დავიბაროთ აქ ამ პარლამენტში საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი და მოვისმინოთ მისგან რა კეთდება იმისთვის, რომ ეს ქვეყანა ნატოშიც გაწევრიანდეს და ევროკავშირშიც. იმიტომ რომ ასეთი რეზოლუციები წინა პარლამენტშიც ბევრი გვინახავს, მაგრამ ეს ქვეყანა დღეს სადაც არის ვხედავთ“, - დასძინა სალომე სამადაშვილმა.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

✔️ „ქვეყანა კიდევ უფრო გაღარიბდა და საწვავის ფასები კოსმოსში მიფრინავს“ - ელისაშვილი

✔️ „კაჭრეთში შუამავლების გარეშე ვისხედით ადამიანები, რომლებიც თვეების მანძილზე ერთმანეთს არ ვესაუბრებოდით“ - ლევან იოსელიანი

ათენში ტყის ხანძრებს
ებრძვიან - ათასობით
ადამიანი სახლებს ტოვებს

ათენში ტყის ხანძრებს ებრძვიან - ათასობით...

ათენში ტყის ხანძარი გაჩნდა, ცეცხლმა საცხოვრებელ ადგილებამდე მიაღწია, - ამის შესახებ apnews-ი იუწყება.

ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში, ქალაქის ძლიერ გამაგრებულ „მწვანე ზონასთან“ ახლოს, სამთავრობო შენობების და უცხოური საელჩოების ადგილას აფეთქება და სროლა მოხდა, რომელსაც 3 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, - ამის შესახებ „როიტერი“ იუწყება.

1628019009

ქართული დიასპორის საზოგადოებრივი ცენტრი საბერძნეთში გავრცელებული ხანძრების გამო იქ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისთვის განცხადებას ავრცელებს.

1628017672

„კორონავირუსის ბევრი მუტაცია არსებობს, მაგრამ მათგან ყველაზე გამორჩეული მისი დელტა ვარიანტია“, - ამის შესახებ იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა ივანე ჩხაიძემ „მედიაცენტრ მთავარში“ სტუმრობისას განაცხადა.

1628015887
ცესკომ თავმჯდომარის
მოადგილედ ოპოზიციური
პარტიის მიერ დანიშნული
წევრი პირველად აირჩია

ცესკომ თავმჯდომარის მოადგილედ ოპოზიციური პარტ...

ცენტრალური საარჩევნო კომისია (ცესკო) დღეიდან მუშაობას სრული, 17 წევრის შემადგენლობით იწყებს. ახალი შემადგენლობით კომისია დღეს პირველად შეიკრიბა. ამის შესახებ ინფორმაციას ცესკო ავრცელებს.

„ეს დოკუმენტი ამოწურული არაა“ - სალომე ზ...

„მიმაჩნდა და მიმაჩნია რომ ეს პროცესი, რომელი დგას ამ დოკუმენტის მიღმა, მიზნები, რომლებსაც ეს დოკუმენტი ისახავს და პრინციპი, რომელსაც ეს დოკუმენტი ეფუძნება, ამოწურული არაა და წარმოადგენს იმ გზას, რომელიც ამ ქვეყანამ უნდა გაიაროს“, - ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა შარლ მიშელის დოკუმენტზე და მის ანულირებაზე საუბრისას განაცხადა.

ნიუ-იორკში ვაქცინაციის დამადასტურებელი დ...

ნიუ-იორკში კორონავირუსზე ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა სხვადასხვა სივრცეებში როგორც თანამშრომლებისთვის, ასევე მომხმარებლებისთვის სავალდებულო ხდება.

სროლა პენტაგონის მახლობლად სატრანზიტო ცე...

ვაშინგტონში პენტაგონის მახლობლად სატრანზიტო ცენტრში სროლაა, - ამის შესახებ CNN-ი იუწყება.