პოლიტიკა

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონპროექტს მხარი დაუჭირა

დარგობრივი ეკონომიკისა
და ეკონომიკური პოლიტიკის
კომიტეტის სხდომა Pia.ge
1634130592
დაკოპირებულია

„2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონპროექტში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროების დაფინანსება 2021 წლის დამტკიცებულ გადასახდელებთან შედარებით გაზრდილია“, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც დეპუტატებმა მომდევნო წლის ბიუჯეტის პროექტი განიხილეს.

კომიტეტმა 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონპროექტს მხარი ხმათა უმრავლესობით დაუჭირა.

პროექტის თანახმად, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსათვის გათვალისწინებულია 741 მლნ ლარი, რაც მიმდინარე წელს დამტკიცებულ გეგმასთან შედარებით გაზრდილია 98.2 მლნ ლარით. აქედან:

მეწარმეობის განვითარებისთვის განსაზღვრულია 273.3 მლნ ლარი;

მთის კურორტების განვითარებისთვის - 120 მლნ ლარი და ეს თანხა გათვალისწინებულია 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის და ჰაწვალის ახალი საბაგიროს მშენებლობისთვის;

ტურიზმის განვითარების ხელშეწყობისთვის - 22.7 მლნ ლარი;

საქართველოში ინოვაციებისა და ტექნოლოგიების განვითარებისთვის - 15,3 მლნ ლარამდე;

ინტერნეტიზაციის პროექტისთვის - 34,0 მლნ ლარამდე;

ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობა-რეაბილიტაციისთვის - 80,2 მლნ ლარი და მოსახლეობის გაზიფიცირებისთვის - 50,0 მლნ ლარამდე;

2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტით რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაფინანსება განისაზღვრა 2 844 მლნ ლარით, რაც 2021 წლის დამტკიცებულ ასიგნებასთან შედარებით გაზრდილია 387.3 მლნ ლარით.

ამ თანხის ყველაზე დიდი ნაწილი - 1 862.3 მლნ ლარი გათვალისწინებულია საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების ღონისძიებებისთვის. ამასთანავე, რეგიონული და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციისთვის გამოყოფილია - 463.8 მლნ ლარზე მეტი, წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის აღდგენა-რეაბილიტაციისთვის - 379.9 მლნ ლარი, მყარი ნარჩენების მართვის პროგრამისთვის - 49.5 მლნ ლარამდე და ზოგადსაგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის მშენებლობა და რეაბილიტაციისთვის - 75 მლნ ლარი.

როგორც გიორგი კაკაურიძემ განაცხადა, მომდევნო წელს ბიუჯეტის დეფიციტი უნდა შემცირდეს 4.4%-მდე, ეკონომიკური ზრდა დაგეგმილია 6%-ით, 2022 წლის ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა 64.7 მლრდ ლარს შეადგენს, საქართველოს მთავრობის ვალის ზღვრული მოცულობა განსაზღვრულია მთლიანი შიდა პროდუქტის 52.1%-ით, ხოლო სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების ჯამური მაჩვენებელი წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით გაზრდილია 750.9 მლნ ლარით და განისაზღვრება 18 683.9 მლნ ლარის ოდენობით.

PIA.GE-ს დღიური

სააკაშვილის მიმართვა, გარდაცვლილი პატიმრ...

PIA.GE-ს დღიური - რუბრიკა, სადაც დღის მნიშვნელოვან ამბებსა და პერსონებს წარმოგიდგენთ.

მიტროპოლიტი დიმიტრი შიოლაშვილი იმ მღვდელმთავრებს მიმართავს, რომლებმაც საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით შექმნილ პეტიციას ხელი მოაწერეს.

1634323933

„ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ყველამ, არ აქვს მნიშვნელობა, მმართველი პარტია იქნება თუ სხვა პოლიტიკური პარტიები, ჩვენს ვიწროპარტიულ ინტერესებზე მაღლა უნდა დავაყენოთ ქვეყნის, საზოგადოების და ხალხის ინტერესები“, - ამის შესახებ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ დღეს „ღამის კურიერის“ ეთერში განაცხადა.

1634323883

„ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე დარწმუნებულია, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში დედაქალაქის მერობის ერთ-ერთი კანდიდატის, გიორგი გახარიას ამომრჩეველი ხმას „ნაციონალურ მოძრაობას“ არასდროს მისცემს.

1634323251

PIA.GE-ს დღიური - რუბრიკა, სადაც დღის მნიშვნელოვან ამბებსა და პერსონებს წარმოგიდგენთ.

1634323058
თბილისის მერი კახა კალაძე
Pia.ge 2021

კახა კალაძე: მეორე ტურში კიდევ უფრო მეტი შემა...

თბილისის მერობის კანდიდატის, კახა კალაძის განცხადებით, არჩევნების მეორე ტური დემოკრატიული პროცესის ნაწილია, რაშიც ტრაგედიას ვერ ხედავს. კახა კალაძემ საკუთარ მხარდამჭერებს და თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე ყველა პირს მოქალაქეობრივი ვალის მოხდისთვის მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა.

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით „თბილისი...

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით მადრიდში მიმდინარე წიგნის საერთაშორისო ფესტივალზე, იუნესკოს პროექტი „თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქი“, საკუთარი სტენდითაა წარმოდგენილი.

დავით ზალკალიანი სლოვენიელ კოლეგას შეხვდ...

საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი სლოვენიელ კოლეგას ანჟე ლოგარს შეხვდა. ინფორმაციას საგარეო უწყება ავრცელებს.

ნიკოლოზ ყიფშიძეს მიხეილ სააკაშვილთან საპ...

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პირად ექიმს ნიკოლოზ ყიფშიძეს საპატიმროში სააკაშვილთან შესვლის ნებართვა მისცეს. ინფორმაციას „მთავარი“ ავრცელებს.