მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„დარწმუნებული ვარ, რომ საპატრიარქოს არაფერი აქვს დასამალი“ - თალაკვაძე ნინოწმინდის პანსიონზე

არჩილ თალაკვაძე

პარლამენტის ვიცე სპიკერი არჩილ თალაკვაძე ნინოწმინდის პანსიონთან დაკავშირებულ აჟიოტაჟზე საუბრობს და ამბობს, რომ კონსტიტუციური დაცვის მექანიზმები ბავშვზე ვრცელდება ყველგან, სადაც არ უნდა იყვნენ ისინი.

თალაკვაძის თქმით, ომბუდსმენს უფლება აქვს ჩაატაროს მონიტორინგი ნებისმიერ დახურულ დაწესებულებაში, სადაც განთავსებული არიან საქართველოს მოქალაქეები და მათ შორის ბავშვები.

„კონსტიტუციური დაცვის მექანიზმები ბავშვზე ვრცელდება ყველგან, ნებისმიერ ადგილას, სადაც არ უნდა იყოს. რაც შეეხება სახალხო დამცველს, მას აქვს უფლება, რომ ჩაატაროს მონიტორინგი ნებისმიერ დახურულ დაწესებულებაში, სადაც განთავსებული არიან საქართველოს მოქალაქეები და მათ შორის ბავშვები.

დიდი იმედი მაქვს, რომ საპატრიარქოსთან კომუნიკაციით ამ საკითხის შეთანხმება მოხდება. დარწმუნებული ვარ, რომ საპატრიარქოს არაფერი აქვს დასამალი მით უმეტეს მაშინ, როდესაც საკითხი ეხება ბავშვებზე მზრუნველობას“, - განუცხადა მედიას არჩილ თალაკვაძემ.

ინფორმაციისთვის, სახალხო დამცველი ამბობს, რომ ნინოწმინდის წმინდა ნინოს ბავშვთა პანსიონში ბავშვთა მიმართ ძალადობის მწვავე ფაქტები და ბავშვების დასჯის შემთხვევები გამოვლინდა.

ახალქალაქის, კუმურდოს და კარის მიტროპოლიტი მეუფე ნიკოლოზი აცხადებს, რომ პანიონში შესვლასთან დაკავშირებით პირადად უწევს რეკომენდაციას ნინო ლომჯარიას.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

✔️ „პანსიონში შესვლასთან დაკავშირებით ნინო ლომჯარიას პირადად გავუწევ რეკომენდაციას“ - მეუფე ნიკოლოზი

✔️ „ქალი ხარ თუ კაცი, ვერ გაგიგია, შენ ვინ უნდა შეამოწმო“ - მეუფე სპირიდონი სახალხო დამცველს

✔️ „ე.წ. ომბუდსმენი ჩვენს ბავშვთა სახლს ეჩხუბება, მათი იდეოლოგიაა დავაკანონოთ ერთსქესიანთა ქორწინებები“ - მეუფე სპირიდონი

✔️ „უგვანი და ნამუსგარეცხილი იდეოლოგიის ხალხი“ - მეუფე სპირიდონი ომბუდსმენის ოფისის თანამშრომლებზე