მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მამუკა მდინარაძე: პოლიტიკური აქტივობებით დაკავებული მედიასაშუალებები ვიდრე არ დაუბრუნდებიან ჟურნალისტურ საქმიანობას, არ წარმოადგენენ არც მედიასაშუალებას და არც ჟურნალისტებს, შესაბამისი იქნება ურთიერთობაც

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე Pia.ge 2021

„მედიასაშუალებები, რომლებიც დაკავებულები არიან პოლიტიკური (და არა ჟურნალისტური) აქტივობებით, ვიდრე არ დაუბრუნდებიან ჟურნალისტურ საქმიანობას, არ წარმოადგენენ არც მედიასაშუალებას და არც ჟურნალისტებს - შესაბამისი იქნება ურთიერთობაც!“ - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე აცხადებს.

მისი თქმით, დაუშვებელია ჟურნალისტად ან მედიასაშუალებად განიხილო ის ადამიანი ან ორგანიზაცია, რომელიც თავად აყენებს პოლიტიკურ მოთხოვნებს და თავად დგამს პოლიტიკურ პერფომანსებს:

„დაუშვებელია ჟურნალისტები და მედიასაშუალებები რაიმე ფორმით გამიჯნო ერთმანეთისგან. ამავდროულად, დაუშვებელია ჟურნალისტად ან მედიასაშუალებად განიხილო ის ადამიანი ან ორგანიზაცია, რომელიც თავად აყენებს პოლიტიკურ მოთხოვნებს და თავად დგამს პოლიტიკურ პერფომანსებს. შესაბამისად, ვაცხადებ მთელი პასუხისმგებლობით: მედიასაშუალებები, რომლებიც დაკავებულები არიან პოლიტიკური (და არა ჟურნალისტური) აქტივობებით, ვიდრე არ დაუბრუნდებიან ჟურნალისტურ საქმიანობას,არ წარმოადგენენ არც მედიასაშუალებას და არც ჟურნალისტებს - შესაბამისი იქნება ურთიერთობაც!“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.