მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

დავით ბაქრაძე: მილიარდერმა ოპოზიციიდან ერთი ადამიანიც ვერ მოისყიდა

ევრპული საქართველოს თავმჯდომარე

„დააკვირდით რას ამბობს „ქართული ოცნება“. ყოველდღე იმეორებენ ჩვენზე, რომ მეორე ტურისთვის ვემზადებით, პარლამენტში შესვლას ვაპირებთ. ეს ტყუილია, მეორე ტურისთვის არავინ ემზადება. მილიარდერმა ერთი ადამიანის ყიდვა და გატეხვა ვერ მოახერხა ოპოზიციიდან. ვამაყობ, რომ ასე ერთად, მტკიცედ ვდგავართ“, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა დავით ბაქრაძემ საპროტესტო აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. 

მისი თქმით, ქვეყანაში ხელახალი არჩევნები აუცილებლად უნდა ჩატარდეს.

„ჩვენ მხარესაა სიმართლე და პასუხისმგებლობა საქართველოს შინაშე. უპასუხისმგებლობაა გაყალბებული არჩევანით პარლამენტში შესვლა და კაბინეტების დაკავება. ერთხელ და სამუდამოდ უნდა დავანგრიოთ გაყალბების მანქანა. ჩავატაროთ ახალი არჩევნები და ვინც გაიმარჯვებს, ის გაუძღვეს ქვეყანას. საქართველოს მომავალი აქვს და ექნება აუცილებლად“, - აღნიშნა დავით ბაქრაძემ.

👉 ინფორმაციისთვის, მთელი ოპოზიციური სპექტრი 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს არ ცნობს და აცხადებს, რომ ის გაყალბებულია.

👉 ყველა პარტიამ, რომელმაც 1%-იანი ბარიერი გადალახა, პარლამენტში შესვლასა და მეორე ტურში მონაწილეობაზე უარი განაცხადა.

აგრეთვე, წაიკითხეთ:

🔴 ოპოზიცია პარლამენტში შესვლის წინაპირობად ხელისუფლების კაპიტულაციას ითხოვს - ზურაბიშვილი

🔴 თამარ ჟვანია თუნდაც სამი დღის უნდა მოხვდეს ციხეში - მელია