პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, აზერბაიჯანის პრეზიდენტთან ილჰამ ალიევთან შეხვედრაზე, ორი ქვეყნის ურთიერთობებზე იმსჯელეს, მათ შორის განიხილეს დავით გარეჯის საკითხიც.
როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, საკითხი მეზობელ ქვეყნებს შორის ძალიან მალე გადაწყდება.
„შევეხეთ ყველა საკითხს, რომელიც ორ ქვეყანას შორის ურთიერთობას ეხება. მათ შორის განვიხილეთ დავით გარეჯის საკითხიც. შევეხეთ ამ საკითხს, ბუნებრივია და შევთანხმდით, რომ დიალოგი გაგრძელდება, დაჩქარდება და ძალიან მალე გადაწყდება ისე, როგორც ჩვენს ძმობას და მეგობრობას შეეფერება“, - აღნიშნა პრემიერმა.
👉 შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისაკენ, სხვისი დავალებით, მიმართული მოქმედების განხორციელებაში საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის 2 წევრს ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას ედებათ ბრალი.
👉 საქმეზე გამოძიება 308-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახედ 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.