პოლიტიკა

დავით ზალკალიანი ეუთოს თავმჯდომარეს შეხვდა

ზალკალიანი ეუთოს
თავმჯდომარეს შეხვდა
1613464335
დაკოპირებულია

ვიცე- პრემიერი და საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ეუთოს მოქმედ თავმჯდომარეს, შვედეთის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრს ან ლინდეს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს. 

მათივე ცნობით, საქართველოსა და შვედეთის პირველი დიპლომატების შეხვედრაზე განხილული იქნა ეუთო-ს თავმჯდომარე ქვეყანასთან საერთაშორისო თანამშრომლობის აქტუალური საკითხები და გამოითქვა საქართველოს სრული მზაობა ეუთოს სამივე განზომილების სფეროში შვედეთის თავმჯდომარეობასთან თანამშრომლობისთვის.

შეხვედრზე აღინიშნა, რომ რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მოგვარების პროცესში აქტიური ჩართულობა შვედეთის თავმჯდომარეობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.

ასევე, ყურადღება გამახვილდა იმ სერიოზულ საფრთხეებზე, რომელსაც რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების უკანონო ოკუპაცია ქმნის, არა მხოლოდ საქართველოსა და შავი ზღვის რეგიონისთვის, არამედ მთლიანად ევროპისთვის. საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა შვედ კოლეგას დეტალური ინფორმაცია მიაწოდა რუსეთის მიერ საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების უკანონო ოკუპაციისა და ფაქტობრივი ანექსიისკენ გადადგმული ნაბიჯების მძიმე შედეგების თაობაზე,ამ კონტექსტში ხაზი გაესვა რუსეთის მიერ დესტრუქციული და პროვოკაციული ქმედებების კიდევ უფრო გახშირებას, კერძოდ, ე.წ. „ბორდერიზაციის“ პროცესების გააქტიურებას, საოკუპაციო ხაზის ხანგრძლივი დროით დაკეტვის გამო ადგილზე შექმნილ ჰუმანიტარულ კრიზისს, ადამიანის უფლებების მუდმივ ხელყოფას, უკანონო დაკავებებისა და გატაცებების გახშირებულ შემთხვევებს.

შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საოკუპაციო ძალების მიერ, საქართველოს მოქალაქის, ზაზა გახელაძის დაჭრის, დაკავებისა და მისთვის პატიმრობის ვადის გახანგრძლივების უმძიმეს შემთხვევაზე. დავით ზალკალიანმა ხაზი გაუსვა საერთაშორისო თანამეგობრობის ქმედითი ძალისხმევის უდიდეს მნიშვნელობას ზაზა გახელაძის და საოკუპაციო ძალების მიერ ყველა უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქის დაუყოვნებლივი გათავისუფლების უზრუნველსაყოფად და მადლიერება გამოხატა შვედური მხარის მიერ გაწეული მხარდამჭერი ძალისხმევისთვის.

შეხვედრისას ხაზი ასევე გაესვა უპრეცედენტო, საერთაშორისო სამართლებრივ გამარჯვებას, რომელიც საქართველომ მოიპოვა რუსეთის წინააღმდეგ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში და აღინიშნა ამ გადაწყვეტილების უდიდესი მნიშვნელობა, რომელიც რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის უკანონო ოკუპაციისა და ადამიანის უფლებათა დარღვევაზე საერთაშორისო რეაგირებისათვის, მნიშვნელოვან სამართლებრივ ინსტრუმენტს წარმოადგენს.

დავით ზალკალიანისა და ან ლინდეს შეხვედრის ფარგლებში ყურადღება ასევე გამახვილდა რუსეთის მიერ ჰიბრიდული ომის ინსტრუმენტების გააქტიურების საკითხზე. ამ კონტექსტში ხაზი გაესვა საქართველოს სახელმწიფო სტრუქტურებისა და ლუგარის ლაბორატორიის წინააღმდეგ განხორციელებულ, მათ შორის, პანდემიის პირობებში კიდევ უფრო გააქტიურებულ კიბერშეტევებსა და დეზინფორმაციულ კამპანიას.

ორი ქვეყნის პირველი დიპლომატების შეხვედრისას ხაზი გაესვა კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკის მიმართ საქართველოს მტკიცე ერთგულებას. დავით ზალკალიანმა მადლობა გადაუხადა შვედ კოლეგას აღნიშნულ პროცესში ჩართულობისთვის.

საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, შვედეთის პირველი დიპლომატი შეხვედრებს ასევე გამართავს საქართველოს პრეზიდენტთან სალომე ზურაბიშვილთან,საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან არჩილ თალაკვაძესთან და საქართველოს პრემიერ-მინისტრთან გიორგი გახარიასთან.

ვიზიტის ფარგლებში, ან ლინდე საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ხურვალეთს ეწვევა.

ავსტალიის მოქალაქე შანაი
ბრუკი თბილისში
გარდაცვლილი იპოვეს

შსს ავსტრალიის მოქალაქის გარდაცვალებაზე...

შინაგან საქმეთა სამინისტრო ავსტრალიის მოქალაქის, 31 წლის შანაი ბრუკის გარდაცვალებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

თბილისში დაკარგული ავსტრალიის მოქალაქე , 31 წლის შანაი ბრუკი გარდაცვლილი იპოვეს. ინფორმაციას სოციალურ ქსელში პარტია „ხალხისთვის“ ლიდერი ანა დოლიძე ავრცელებს.

1627744552

საფრანგეთის დედაქალაქში და ქვეყნის მასშტაბით 150 ათასამდე ადამიანი საპროტესტო აქციებში მონაწილეობს. ისინი ე.წ „ჯანმრთელობის საშვს" აპროტესტებენ. ამის შესახებ france24.com იუწყება.

1627743626

„ამ შარლ მიშელმა პილატესავით დაიბანა ხელი, არაფრის მთელი განცხადებები გააკეთა და წავიდა ევროპაში. რას ნიშნავს ეს?“, - ამის შესახებ ლეიბორისტული პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი გუგავამ განაცხადა.

1627738388
ფასიანი მომსახურება
სოჭის პლაჟზე

სოჭის პლაჟზე სამაშველო ოპერაცია ფასიანია (ვიდ...

სოჭის კერძო პლაჟზე სამაშველო ოპერაცია ფასიანია. პლაჟზე შესაბამისი ინფორმაციაა გამოქვეყნებული, სადაც სხვადასხვა მომსახურებასთან ერთად „წყალზე სამაშველო ოპერაციის“ ფასიც არის მითითებული. ის 800 რუსულ რუბლს (34 ლარს) შეადგენს. ინფორმაციას „მედუზა“ ავრცელებს.

1627729488
„დელტა ვარიანტით ერთი დაავადებული, თავის...

იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელის ივანე ჩხაიძის თქმით, კორონავირუსის სულ 11 მუტაციაა ცნობილი, მაგრამ მათგან ყველაზე გამორჩეული მისი დელტა ვარიანტია.

მცხეთა-მთიანეთის რეგიონში, დუშეთში მასობ...

მოქალაქეთა მასობრივი ვაქცინაციის ფარგლებში, „ჯეო ჰოსპიტალს“-ის დუშეთის სამედიცინო ცენტრში საყოველთაო აცრა მიმდინარეობს.

ხვალიდან, ქართული არხები შესაძლოა, ფასია...

საქართველოს საკაბელო ტელევიზიების კავშირი ეროვნული მაუწყებლების მიერ ფასიანი ტრანზიტის მოთხოვნასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.