მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

დავით ზალკლაიანმა და დმიტრო კულებამ ნატოსა და ევროკავში ინტეგრაციის გზაზე თანამშრომლობის საკითხები განიხილეს

დავით ზალკლაიანმა და დმიტრო კულებამ ნატოსა და ევროკავში ინტეგრაციის გზაზე თანამშრომლობის საკითხები განიხილეს

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი ანტალიის დიპლომატიური ფორუმის ფარგლებში უკრაინელ კოლეგას დმიტრო კულებას შეხვდა.

პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაზე მინისტრებმა დადებითად შეაფასებს საქართველო-უკრაინის თანამშრომლობის დინამიკა ყველა სტრატეგიულ საკითხზე და მათ შორის აღნიშნეს ბოლო პერიოდში გაზრდილი მაღალი დონის ვიზიტები და შეხვედრები, რაც ორმხრივი თანამშრომლობის გარდა ხელს უწყობს საერთაშორისო ასპარეზზე საერთო გამოწვევებსა და მისწრაფებაზე ორი ქვეყნის პოზიციონირებას.

სამინისტროს ინფორმაციით, ამ კუთხით მხარეებმა ვრცლად მიმოიხილეს ევროკავშირსა და ნატო-ში ინტეგრაციის საკითხებზე განხორციელებული და დაგეგმილი ერთობლივი ქმედებები და ის ღონისძიებები, რაც ამ მიმართულებით არის განსაზღვრული უახლოეს მომავალში.

მინისტრებმა ისაუბრეს რუსეთის ფედერაციის მხრიდან საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიების ოკუპაციასა და ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოზე და კიდევ ერთხელ დაადასტურეს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერა, ისევე როგორც ორივე ქვეყნის ტერიტორიების ოკუპაციის საკითხზე საერთაშორისო თანამეგობრობის კონსოლიდაციის მიზნით ერთიანი ნაბიჯების გადადგმის მზაობა.