მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

დავით ზურაბიშვილი: პარლამენტში შესვლა-არშესვლა უკვე მორალური ამბავი გახდა

რესპუბლიკური პარტიის ყოფილი წევრი

რესპუბლიკური პარტიის ყოფილი წევრის დავით ზურაბიშვილის განცხადებით, ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის მოლაპარაკების დიდი მოლოდინი არ აქვს.

„პირადად მე დიდი მოლოდინები არ მაქვს, რადგან ვიცით რაც არის ეს ხელისუფლება. მან ჩაატარა არჩევნები, რომლის მიმართაც ბევრი კითხვა ჩნდება. ოპოზიციამ კი გამოაცხადა, რომ პარლამენტში მხოლოდ იმ შემთხვევაში შევა, თუ გამოიცვლება ცესკო და ჩატარდება რიგგარეშე არჩევნები.

ბუნებრივია, რომ ოპოზიციამ პროტესტს მიმართა, მაგრამ იმ დროს, როცა უკვე პარლამენტში შესვლა-არშესვლა მორალური ამბავი გახდა, ამან ოპოზიციას მანევრებისთვის ხელ-ფეხი შეუკრა. ეს იყო გადაწყვეტილება, რომელიც შეუძლებელია წარმატებით დასრულებულიყო“, - აღნიშნა დავით ზურაბიშვილმა სატელევიზიო ეთერში ჩართვისას.

მისი თქმით, ოპოზიცია ვალდებულია საზოგადოებას პროტესტის შედეგი დაანახოს.

„მე მგონია, ოპოზიციის გარკვეულ ნაწილს იმედი ჰქონდა, რომ მასობრივი პროტესტით დასავლეთის მხარდაჭერა ექნებოდა და ბიძინას ეტყოდნენ წადიო. ბატონმა ვაშაძემ ალბათ დაინახა, რომ ასეთ რადიკალურ მოთხოვნაში დასავლეთი მხარს არ დაუჭერდა და ამის შემდეგ მან თავისი პოზიცია დააფიქსირა“, - განაცხადა დავით ზურაბიშვილმა.

მისი მოსაზრებით, ოპოზიციურ პარტიებს დასათმობი მხოლოდ პარლამენტში შესვლის საკითხი აქვთ, რადგან „ქართულ ოცნებას“ საკანონმდებლო ორგანოში უმრავლესობა ფაქტობრივად, გარანტირებული აქვს.

„თუ ოპოზიცია პარლამენტში არ შევიდა, სხვა რა უნდა დათმოს? რომც გადათვალონ ხმები ახლიდან და ვთქვათ, გამოვიდეს, რომ „ქართულ ოცნებას“ 48% კი არა, არამედ 43% აქვს, ამით რა იცვლება? მეორე ტურს მოიგებს და უმრავლესობა ექნება“, - განაცხადა დავით ზურაბიშვილმა.

👉ინფორმაციისთვის, ოპოზიციისა და „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკების საკითხზე პირველი შეხვედრა აშშ-ის ელჩის კელი დეგნანის რეზიდენციაში შედგა.

👉მხარეებმა ერთმანეთს საკუთარი პოზიციები გააცნეს და მომდევნო შეხვედრის გამართვაზე შეთანხმდნენ.

👉პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ შეხვედრას პოლიტიკური კონსულტაციების პოზიტიური დასაწყისი უწოდა.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉გიორგი ვაშაძე: კომპრომისზე საუბარი ნაადრევია

👉ინაშვილი: კარგი იქნება თუ დიალოგს დავასრულებთ პოზიტიური შედეგით

👉შალვა ნათელაშვილი: რას მივაღწევთ მოლაპარაკების შედეგად ჯერ გამოკვეთილი არ არის