მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„დემოკრატიულ ქვეყანაში, მოსმენას არანაირი გამართლება არ აქვს“ - მარინა კალიურანდი

მარინა კალიურანდი

„დემოკრატიულ ქვეყანაში, ჟურნალისტის, პოლიტიკოსის, სამოქალაქო საზოგადოების წევრის თუ ოპოზიციონერის მოსმენას არანაირი გამართლება არ აქვს“, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, მარინა კალიურანდმა განაცხადა.

ევროპარლამენტარი იმედოვნებს, რომ საქართველოს ხელისუფლებას ევროკავშირის დიპლომატების მოსმენასთან დაკავშირებით შესაბამისი რეაგირება ექნება.

„დემოკრატიულ ქვეყანაში, ჟურნალისტის, პოლიტიკოსის, სამოქალაქო საზოგადოების წევრის თუ ოპოზიციონერის მოსმენას არანაირი გამართლება არ აქვს. არსებობს გამონაკლისი შემთხვევები სასამართლო დადგენილებით, მაგრამ ეს ტერორისტებისა და კრიმინალების მიმართ ხორციელდება. ვიმედოვნებ, საქართველოს ხელისუფლება გადადგამს შესაბამის ნაბიჯებს და შესაბამისი რეაგირება ექნება ამ ვითარებაზე. რა თქმა უნდა, სამწუხაროა, რომ ევროკავშირის დიპლომატებს უსმენდნენ და სწორედ ამიტომ დაიბარეს საქართველოს ელჩი ბელგიაში“, - განაცხადა კალიურანდმა.

შეგახსენებთ, რომ 12 სექტემბერს გავრცელდა ჩანაწერები მაღალი იერარქიის სასულიერო პირების პირადი ცხოვრების შესახებ, ასევე პოლიტიკოსების, ჟურნალისტებისა და დიპლომატების სავარაუდო სატელეფონო საუბრების გაშიფრული მასალები.

პროკურატურამ მედიასაშუალებების მიერ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაზე გამოძიება დაიწყო.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 „თუ საზოგადოება ამას იტანს, წუწუნს თავი უნდა გაანებოს და იმსახურებს იმას, რაც არის“

👉 „ფარულ მოსმენებზე უნდა იყოს უვადო პატიმრობა“