მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

დენის შმიგალი: მჯერა, რომ ქართულ-უკრაინული ურთიერთობები „განწირულია“ წარმატებისთვის და ერთობლივი ძალისხმევით ძალიან მნიშვნელოვან შედეგებს მივაღწევთ

მჯერა, რომ ქართულ-უკრაინული ურთიერთობები „განწირულია“ წარმატებისთვის და ერთობლივი ძალისხმევით ძალიან მნიშვნელოვან შედეგებს მივაღწევთ

„მჯერა, რომ ქართულ-უკრაინული ურთიერთობები „განწირულია“ წარმატებისთვის და ერთობლივი ძალისხმევით ძალიან მნიშვნელოვან შედეგებს მივაღწევთ,“ - ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ძვირფასო მეგობრებო, უკრაინას და საქართველოს აქვს ძალიან დიდი ხნის ისტორია, მჭიდრო კულტურული კავშირები და ხალხებს შორის კონტაქტები.

ერთ-ერთი ასეთი მნიშვნელოვანი ფიგურა, რომელიც ჩვენს ქვეყნებს აერთიანებს, არის ჩვენი მწერალი, პოეტი ქალბატონი ლესია უკრაინკა.

ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ უახლოეს მომავალში დასრულდება ლესია უკრაინკას ახალი მუზეუმ- ბიბლიოთეკის შენობის მშენებლობა სურამში. დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენს მიერ მიღწეული შეთანხმებები რეალიზებული იქნება, რაც საშუალებას მოგვცემს არა მხოლოდ გავაღრმაოთ ჩვენი ორმხრივი ურთიერთობები, არამედ ხელს შევუწყობთ ჩვენი ქვეყნების წინ წაწევას ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე.

მე მჯერა, რომ ქართულ-უკრაინული ურთიერთობები „განწირულია“ წარმატებისთვის და ერთობლივი ძალისხმევით მივაღწევთ ძალიან მნიშვნელოვან შედეგებს“, - განაცხადა დენის შმიგალმა.

ინფორმაციისთვის, უკრაინის პრემიერ-მინისტრი დენის შმიგალის ოფიციალური ვიზიტი საქართველოში 3 ივნისს დაიწყო. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა.

უკრაინელ კოლეგას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა უპასუხა.

საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, უკრაინის პრემიერ-მინისტრი შეხვდება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს კახა კუჭავას, ასევე, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარესს ილია მეორეს.

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

✔️ ღარიბაშვილი უკრაინის პრემიერთან შეხვედრაზე: ერთ-ერთი მთავარი საკითხი იყო ჩვენი სწრაფვა ევროკავშირისკენ