მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

დღეს ამაზე კომიკურს ვეღარაფერს მოისმენთ და ნახავთ, შარლ მიშელის ფრაქციის წევრი შარლ მიშელს აკრიტიკებს - ვლადიმერ ბოჟაძე გიორგი ვაშაძეზე

სამოქალაქო საზოგადოებისა და დემოკრატიის განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი ვლადიმერ ბოჟაძე

„შალრ მიშელის ფრაქციის წევრი შარლ მიშელს აკრიტიკებს. ხვალ ალბათ სახელსაც გადაარქმევს ფრაქციას, ან შესაძლოა დღესვე“, - ასე ეხმიანება ექსპერტი ვლადიმერ ბოჟაძე შარლ მიშელის ფრაქციის წევრს გიორგი ვაშაძეს, რომელიც აცხადებს, რომ შარლ მიშელის განცხადება იყო არასწორი და კატეგორიულად მოითხოვს შეთანხმების გარანტორი მხარეების მხრიდან აღსრულების მექანიზმების განხორციელებას.

„აღარ იწვალოთ, დღეს ამაზე კომიკურს ვეღარაფერს მოისმენთ და ნახავთ. შალრ მიშელის ფრაქციის წევრი შარლ მიშელს აკრიტიკებს. ხვალ ალბათ სახელსაც გადაარქმევს ფრაქციას, ან შესაძლოა დღესვე. დაახლოებით იცით როგორი ფაქტია? ქრისტიანმა რომ ქრისტე გააკრიტიკოს“, - წერს ვლადიმერ ბოჟაძე.