პოლიტიკა

დღეს ნატო-ს სამიტზე, ერთ-ერთი განსახილველი თემა საქართველოც იქნება

ნატო
1623647313
დაკოპირებულია

დღეს ბრიუსელში ნატო-ს მორიგი სამიტი გაიმართება, რომლის ერთ-ერთი განსახილველი თემა საქართველოც იქნება.­

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს საკითხი მოხვდა სამიტის დღის წესრიგის იმ ნაწილში, რომელიც წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის მხარდაჭერას ეხება.

„ბრიუსელის სამიტზე მიღებულ იქნება დასკვნითი დოკუმენტი – კომუნიკე. ქართულ მხარეს მოლოდინი აქვს, რომ კომუნიკეში ადეკვატურად იქნება ასახული საქართველოს მიერ ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე მიღწეული პროგრესი, დაფიქსირდება ნატო-ს ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი და ყურადღება გამახვილდება ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მძიმე ჰუმანიტარულ და უსაფრთხოების გარემოზე“, - აღნიშნულია საგარეო უწყების ინფორმაციაში.

საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ ნატო-ს წევრმა ქვეყნებმა კიდევ ერთხელ დაადასტურონ, რომ ღია კარის პოლიტიკა კვლავ გაგრძელდება და ნატო გააგრძელებს თანამშრომლობას საქართველოსთან, რათა რაც შეიძლება მოკლე დროში შესაძლებელი გახდეს ნატო-ში გაწევრიანება.

„მნიშვნელოვანია, რომ ნატოს სამიტის დღის წესრიგში დგას საქართველოს საკითხი და ნატო-ს წევრი ქვეყნები განიხილავენ საქართველოსთან თანამშრომლობის საკითხს, რეგიონში უსაფრთხოების საკითხს და რა თქმა უნდა, ეს შესაბამისად ასახული იქნება საბოლოო დოკუმენტში, კომუნიკეში. მნიშვნელოვანია, რომ ნატო-ს წევრმა ქვეყნებმა კიდევ ერთხელ დაადასტურონ, რომ ღია კარის პოლიტიკა კვლავ გაგრძელდება, რომ საქართველოსთან და უკრაინასთან თანამშრომლობას ნატო გააგრძელებს უფრო ინტენსიურად, რათა რაც შეიძლება მოკლე დროში შესაძლებელი გახდეს პარტნიორი ქვეყნების გაწევრიანება ნატო-ში“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

ექიმი ნანა გეგეჭკორი

„თავყრილობები და პრევენციის წესების უგულ...

აშშ-ში მცხოვრები ქართველი ექიმი, ნანა გეგეჭკორი საქართველოში გაუარესებულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებას ეხმაურება. მისი თქმით, ასეთ რთულ ეპიდემიოლოგიურ პირობებში დიდი თავყრილობები და პრევენციის წესების უგულებელყოფა მკვლელობაში თანამონაწილეობაა.

1628003327

ნიუ-იორკში კორონავირუსზე ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა სხვადასხვა სივრცეებში როგორც თანამშრომლებისთვის, ასევე მომხმარებლებისთვის სავალდებულო ხდება.

1628007869

ვაშინგტონში პენტაგონის მახლობლად სატრანზიტო ცენტრში სროლაა, - ამის შესახებ CNN-ი იუწყება.

1628005921

დიდუბის რაიონის გამგეობა თევდორე მღვდლის ქუჩის N13-ში ავარიულ საცხოვრებელ სახლს ამაგრებს, რომელშიც 56 სოციალურად დაუცველი ოჯახი ცხოვრობს. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

1628004819

სენაკში პარტია ,,საქართველოსთვის“ ახალი ოფისის გახსნის შემდგომ გიორგი გახარიამ მედიის შეკითხვებს უპასუხა. გახარიამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ თბილისის მერობის კანდიდატზე პარტიას გადაწყვეტილება არ მიუღია და ამ საკითხზე მუშაობს.

1628004080
ფრაქცია „ქართული
ოცნების“ თავმჯდომარე
მამუკა მდინარაძე Pia.ge

მამუკა მდინარაძე: რამდენად უნდა ვენდოთ კვლევა...

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, შეუძლებელია ენდო იმ სოციოლოგიურ კვლევას, რომელიც ყველა წინა შემთხვევაში 20-25, ხანდახან კი 30%-ითაც კი ცდებოდა რეალურ შედეგს. ასე გამოეხმაურა ის საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) დაკვეთით ჩატარებული კვლევის შედეგებს.

„ჩემთვის ამ ციფრებს არანაირი მნიშვნელობა...

ექსპრემიერი გიორგი გახარია საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) მიერ გამოქვეყნებულ წინასაარჩევნო კვლევებზე საუბრობს და აცხადებს, რომ მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი კვლევა მოქალაქეებთან შეხვედრაა.

ლარი გაუფასურდა - ვალუტის კურსი

3 აგვისტოს ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 3.1048 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.1042 ლარი იყო.

„ირანი შეეცდება შეწყვიტოს აშშ-ის ტირანულ...

ირანის მოქმედმა პრეზიდენტმა ებრაჰიმ რაისმა განაცხადა, რომ ის აშშ-ის მიერ დაწესებული „ტირანული“ სანქციების მოხსნისთვის კონკრეტულ ნაბიჯებს გადადგამს. ინფორმაციას reuters-ი ავრცელებს.