მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ძალადობა კატეგორიულად მიუღებელია, სათანადოდ დაისჯება ყველა პირი, ვინც ეს ჩაიდინა “ - პრემიერ-მინისტრი

ირაკლი ღარიბაშვილი მსახიობ მარინა ჯანაშიას გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

საქართველოს პრემიერ-მინისტის ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, 5 ივლისის დარბევაში დამნაშავეების იდენტიფიცირება მოხდება და მოძალადეები სათანადოდ დაისჯებიან.

როგორც ღარიბაშვილი აღნიშნავს, ამ მიმართულებით სამართალდამცველები აქტიურად მუშაობენ.

„მინდა ,პირველ რიგში, გითხრათ, რომ ჩემთვის, რა თქმა უნდა, ყოვლად მიუღებელია ის ძალადობა, რაც ჩვენ გუშინ ვიხილეთ და მინდა, საჯაროდ ეს ფაქტი დავგმო.

კატეგორიულად მიუღებელია ის, რაც მოხდა გუშინ. ჟურნალისტებზე, თქვენზე ძალადობა არის მიუღებელი და, რა თქმა უნდა, ეს არის დასაგმობი. პოლიცია მუშაობს ძალიან აქტიურად. დღეს დილით უკვე 3 პირი დააკავეს, გუშინაც მოხდა რამდენიმე ადამიანის დაკავება ადმინისტრაციული წესით.

ყველა პირის იდენტიფიცირება მოხდება და, რა თქმა უნდა, ვინც ეს ძალადობა ჩაიდინა, შესაბამისად იქნება დასჯილი“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ინფორმაციისთვის, 5 ივლისს „რუსთაველის“ გამზირზე სიტუაცია დაიძაბა. პარლამენტის შენობასთან „თბილისი პრაიდის“ კონტრაქციის მონაწილეებმა „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გაშლილი კარვები დაარბიეს, ხოლო შემდეგ ჟურნალისტებს ფიზიკურად გაუსწორდნენ.

მოგვიანებით, „თბილისი პრაიდის“ კონტრაქციის წარმომადგენლებმა მოძრაობა „სირცხვილიას“ ოფისი დაარბიეს. ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცველები. მოგვიანებით „თბილისი პრადისი“ წარმომადგენლებმა განცხადება გაავრცელეს, რომლის მიხედვით 5 ივლისისთვის დაგეგმილი აქცია აღარ ჩატარდებოდა.

იხილეთ აგრეთვე:

✅„პოლიცია იმ ფარგლებში მოქმედებდა, რაც მას შეეძლო“ - წულუკიანი

✅ჟურნალისტების ცემის ფაქტზე წარსულში ნასამართლევი სამი პირი დააკავეს

✅„ინტერპრესნიუსის“ ფოტოკორესპონდენტი, რომელსაც თავს დაესხნენ, კლინიკაშია მოთავსებული (ვიდეო)