მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ძირითადი 3 მოთამაშე იქნება: კალაძე, მელია - ალბათ გახარია დააყენებს თავის კანდიდატს“ - გია ხუხაშვილი

პოლიტოლოგი

„ოპოზიცია ერთიანი ფრონტით გამოვა თუ ცალ-ცალკე, მოცემულობა არის ასეთი, რომ მეორე ტური იქნება აუცილებლად. ძირითადი 3 მოთამაშე იქნება: კალაძე, მელია და გახარია ალბათ, დააყენებს თავის კანდიდატს“, - აღნიშნულის შესახებ პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა განაცხადა.

როგორც მან განაცხადა, მთავარი ის კი არ არის, ვინ იქნება დედაქალაქის მერი, არამედ 43%-იანი ბარიერია მნიშვნელოვანი.

ეს ეტყობა შიდა პარტიული კონიუნქტურით არის განპირობებული, რომ მელია იყრის თბილისის მერობაზე კენჭს, იმიტომ, რომ ის არის ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარე, რომლის ამბიცია წესით უნდა იყოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატობა. ამიტომ ჩემთვის გასაკვირია, თუმცა „ნაციონალური მოძრაობის“ სპეციფიკიდან გამომდინარე შეიძლება, ახსნა მოვძებნო.

მერი ვინ იქნება, ამას მნიშვნელობა არ აქვს, მთავარი სამიზნე არის 43 %-იანი ბარიერი. კახი კალაძე იზომება 30-35 %-ით „ქართული ოცნება“ და პლუს საკუთარი წონა აქვს კალაძეს. იქ იქნებიან სხვა კანდიდატებიც, რომლებიც წაართმევენ ხმებს სამობილიზაციო ელექტორატს. მეორე ტურისთვის პირველ ტურში ვინც თამაშგარე დარჩება ესაა მთავარი.

ხელისუფლების ცვლილების წინა პერიოდში ხდება ოქლოკრატიული მმართველობის ფორმირება. როდესაც ხელისუფალს სხვა ვარიანტი აღარ აქვს ეფარება რაღაცას. ესენი რომ წავიდნენ ვინმე უნდა მოვიდეს ხომ? და ოპოზიციას ცოტა მეტი ძალისხმევა სჭირდება“, - განაცხადა გია ხუხაშვილმა.

ინფორმაციისთვის, 20 ივლისს „ქართულმა ოცნებამ“ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში თბილისის მერობის საკუთარ კანდიდატად კვლავ კახი კალაძე წარადგინა.

იხილეთ აგრეთვე:

✅„დამკვიდრდა, რომ რაც იყო უარესია იმაზე, რაც არის დღეს, ხალხი მუდმივად ნეგატიურ არჩევანშია“ - გია ხუხაშვილი

ხატია დეკანოიძე: ოპოზიცია თბილისის მერობის ერთიან კანდიდატს, სავარაუდოდ, პარასკევს წარადგენს

✅თბილისის მერობის კანდიდატად კვლავ კახი კალაძე დასახელდა