მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ძლივს გვეღირსა საარჩევნო კომისიის წევრი და ისიც აღარ გვეყოლება“ - შალვა ნათელაშვილი (ვიდეო)

ლეიბორისტების ლიდერი

„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერის შალვა ნათელაშვილის განცხადებით, პარლამენტის ბოიკოტირების რეჟიმში მყოფი პარტიებისთვის საბიუჯეტო დაფინანსების შეწყვეტა, ფაქტობრივად, პარტიის საქმიანობის აკრძალვას ნიშნავს.

„მხოლოდ პარტიული დაფინანსების შეწყვეტა არ არის ეს. ეს გახლავთ „ლეიბორისტული პარტიის“ საქმიანობის უფლების აკრძალვა, რადგან ჩვენ გვართმევენ კომისიებში წარმომადგენლებს. ადრე ხმებს ვერ ვიცავდით, ისედაც ძლივს გვეღირსა კომისიის წევრი, რომელმაც რაღაც შეიძლება დაიცვას და ისიც აღარ გვეყოლება, სარეკლამო დროც, დამთავრებულია, და შესაბამისად, პარტია მეტი არც არაფერია.

ადამიანს რომ მოაჭრა ხელი, მოაჭრა ფეხი, თავი, დამთავრდა ხომ? ასეთი ვარიანტია“, - აღნიშნა შალვა ნათელაშვილმა სატელევიზიო ეთერში სტუმრობისას.

მისი თქმით, მმართველ გუნდს „ლეიბორისტული პარტია“ კლასობრივ მტრად მიაჩნია, რადგან ის სრუიად დამოუკიდებელია და მხოლოდ ქართველი ხალხისგან იმართება.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტმა პარტიების დაფინანსების შესახებ კანონში ცვლილებები მეორე მოსმენით დაამტკიცა.

ცვლილებების მიხედვით, პარტია, რომელიც არჩევნების შედეგად მიღებული საპარლამენტო მანდატების გამოყენებაზე უარს იტყვის, ბიუჯეტისგან დაფინანსებას ვეღარ მიიღებს.