პოლიტიკა

ელენე ხოშტარია: 20 ივნისს საზოგადოებამ ჩააბარა ტესტი, რომ ოკუპანტს თავზე არ დაისვამს

ელენე ხოშტარია აქციაზე
1624202244
დაკოპირებულია

პოლიტიკური მოძრაობა „დროას“ ლიდერმა ელენე ხოშტარიამ 20 ივნისს დაზარალებულთა სოლიდარობის აქციაზე შეკრებილ მოქალაქეებს მიმართა.

მისი თქმით, როგორც პოლიტიკოსები, ისე ჩვეულებრივი მოქალაქეები, ვალდებული არიან ბოლომდე დაიცვან დაზარალებულების უფლებები და ღირსება.

„მინდა დავიწყო ბოდიშის სიტყვებით დაზარალებულების მიმართ, რომლებიც პრაქტიკულად არ არსებობენ. სახელმწიფო მათ ვერ ხედავს, დავიწყებული არიან და ტკივილში ატარებენ ამ დროს.

დაზარალებულების მიმართ ჩვენ ვალდებული ვართ, ბოლომდე ვიბრძოლოთ მათი უფლებების დასაცავად. მადლობა ყველა აქტივისტს, ვინც შექმნა და დღემდე ატარებს 20 ივნისს, რომელიც არის ტკივილისა და სიამაყის დღე“, - აღნიშნა ელენე ხოშტარიამ.

როგორც მან განაცხადა, 2019 წლის 20 ივნისს ქართულმა საზოგადოებამ აჩვენა, რომ ოკუპაციას არ შეურიგდება.

„ამ დღეს საქართველოს საზოგადოებამ ჩააბარა ტესტი, რომ ვინც უნდა იყოს ხელისუფლებაში, როგორი მდიდარიც, ქართველები ოკუპანტს თავზე არ დაისვამენ. მინდა, ვისაუბრო მომავალზე, რადგან გავრილოვის ბრძოლის ამოცანები ჯერ ბოლომდე არ მიგვიყვანია.

ვალდებული ვართ დაზარალებულების მიმართ, რომ ბოლომდე მივიყვანოთ ეს ბრძოლა, რაც ნიშნავს არა უბრალოდ უფლების, არამედ ღირსების დაცვას“, - აღნიშნა ელენე ხოშტარიამ.

შეგახსენებთ, რომ 20 ივნისის აქციის დაშლილსას დაშავებული მოქალაქეები პარლამენტის შენობასთან შეიკრიბნენ.

ისინი ამნისტიის კანონპროექტს აპროტესტებენ, რომლის მიხედვითაც 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებულ საქმეებზე ყველა ბრალდებული სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან გათავისუფლდება.

პარტია გირჩის ლიდერი 2020

„როგორც  ზომიერად გააკრიტიკა მმართველი გ...

პარტია „გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე სალომე ზურაბიშვილის დღევანდელ განცხადებას აფასებს და აცხადებს, რომ ორივე მხარემ ამით დემოკრატიის სურათი დახატა.

„ჩვენ მოვითხოვთ უცხოეთისგან პატივისცემას და გვაღიზიანებს მათ მითითებები, კრიტიკა, პატივისცემა რომ დავიმსახუროთ, თავად უნდა ვცემდეთ პატივს ჩვენს თავსა და სიტყვას“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.

1628011091

პანდემიისა და ეკონომიკური კრიზისის პირობებში, რეგიონალური გამოწვევების წინაშე, ჩვენი ერთადერთი გზა პოლარიზაციის საბოლოოდ დასრულებაა, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.

1628010128

„დღეს პატრიოტიზმი და ვაჟკაცობა ვაქცინაციაზე გადის“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.

1628009494

ნიუ-იორკში კორონავირუსზე ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა სხვადასხვა სივრცეებში როგორც თანამშრომლებისთვის, ასევე მომხმარებლებისთვის სავალდებულო ხდება.

1628007869
სროლა პენტაგონის
მახლობლად  სატრანზიტო
ცენტრში

სროლა პენტაგონის მახლობლად სატრანზიტო ცენტრში...

ვაშინგტონში პენტაგონის მახლობლად სატრანზიტო ცენტრში სროლაა, - ამის შესახებ CNN-ი იუწყება.

მამუკა მდინარაძე: კვლევების გაყალბება პი...

„კვლევების გაყალბება პირველ რიგში უზრუნველყოფს საზოგადოებაში არასწორი განცდების შექმნას, მაგრამ საბედნიეროდ, საზოგადოება ამით აღარ ტყუვდება“, - ამის შესახებ მამუკა მდინარაძემ „ქრონიკაში“ IRI-ს კვლევის შედეგებზე საუბრისას განაცხადა.

საპატრიარქო ანჩისხატთან დაკავშირებით მორ...

საქართველოს საპატრიარქო ანჩისხატთან დაკავშირებით მორიგ განცხადებას ავრცელებს.

გივი მიქანაძე: არანაირი საფუძველი არ გვა...

„არანაირი საფუძველი არ გვაქვს ვენდოთ შედეგებს, რომელიც IRI-ის დაკვეთით „ნაციონალურ მოძრაობასთან“ აფილირებულმა კომპანია IPM-მა განახორციელა“, - განაცხადა „რუსთავი-2-ის“ ეთერში უმრავლესობის წევრმა გივი მიქანაძემ.