მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ელისაშვილი: ISFED-ის საარჩევნო შედეგებმა ძალიან დაასუსტა ოპოზიცია, ეს ჩვენთვის დიდი დარტყმაა

პარტია

როგორც პარტია „მოქალაქეების“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი აცხადებს, ISFED გახლავთ ყველაზე სანდო ორგანიზაცია, რომელსაც ყველა ვენდობით. 

როგორც პარტიის ლიდერი აღნიშნავს, თუ „სამართლიანი არჩევნები“ ამბობს, რომ მას ჰქონდა ხარვეზი და არასწორად დაითვალა ეს ძალიან ასუსტებს ოპოზიციის პოზიციას და მისთვის დიდი დარტყმაა, შედეგებმა კი ისინი საკმაოდ დაასუსტა.

„ბოდიშის რა მოგახსენოთ, მაგრამ ველოდები მოლაპარაკების გაგრძელებას. არის ერთი ჯგუფი ოპოზიციაში, რომელიც ვერ მოხვდა პარლამენტში, შეირცხვინეს თავი და ახლა უნდათ, რომ აურიონ ყველაფერი. ეს გახლავთ გიგა ბოკერია და მათი პარტია.

დღეს მოხდა სასაცილო რამ, ოპოზიციამ ხალხს მიაყენა შეურაცხყოფა. ერთი ნაწილი ხელს აწერდა მანდატებზე უარს ვამბობთო და არც აქვთ მათ რეალურად ეს ყველაფერი.

ბოკერიას პარტიიდან 10 კაცი, რომ შესულიყო პარლამენტში დღეს ის სხვანაირად იჭიკჭიკებდა“, - განაცხადა პარტიის ლიდერმა.

ალეკო ელისაშვილის თქმით, ნაციონალურ მოძრაობაში არიან ლიდერები, რომლებიც არ უყურებენ შავ-თეთრად ყველაფერს.

„მათ შიგნით არის დისკუსია შევიდნენ თუ არა პარლამენტში, ნაციონალური მოძრაობის შიგნით აზრთა სხვადასხვაობაა.

მე და ლევან იოსელიანს გვინდა, რომ მოლაპარაკების მაგიდიდან შეთანხმებით გამოვიდეთ, რომელზეც თითქმის შევთანხმდით და ამის გამო მოღალატეებად შეგვრაცხეს.

ამ ადამიანებს პარლამენტში შესვლაზე ან სააკაშვილი აფერხებთ ან საკუთარი რადიკალიზმი“, - დასძინა ალეკო ელისაშვილმა სატელევიზიო ეთერში საუბრისას.

ინფორმაციისთვის, დღეს 11 დეკემბერს მე-10 მოწვევის პარლამენტს უფლებამოსილება მიენიჭა. პარლამენტის პირველი სხდომა საქართველოს პრეზიდენტმა გახსნა, რომელსაც არ ესწრებოდნენ ოპოზიციის წარმომადგენლები, რადგან ისინი ბოიკოტს აცხადებენ.

აგრეთვე, დაგაინტერესებთ:

ISFED 2020 წლის არჩევნების საბოლოო შედეგების დაზუსტებულ ინფორმაციას აქვეყნებს

არჩილ თალაკვაძე: გიორგი მარგველაშვილმაც და ოპოზიციამაც უნდა მოიხადოს ბოდიში