მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ელისო ბოლქვაძე აზერბაიჯანის ელჩს ფაიგ გულიევს შეხვდა

ელისო ბოლქვაძე აზერბაიჯანის ელჩს  ფაიგ გულიევს  შეხვდა

კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ელისო ბოლქვაძე  აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში ფაიგ გულიევს შეხვდა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს. 

შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის კულტურული ურთიერთობების ახალ დინამიკასა და კულტურის მიმართულებით თანამშრომლობის პერსპექტივებზე ისაუბრეს.

„შეხვედრაზე კულტურული ურთიერთობების ახალ დინამიკაზე ვისაუბრეთ. განვიხილეთ ახალი პროექტები; დავგეგმეთ ძალიან საინტერესო ღონისძიებები როგორც აზერბაიჯანში, ასევე საქართველოში.

მალე ვეწვევით გარდაბანს, სადაც ახალგახსნილ ფილიალს დავათვალიერებთ. გაღრმავდება ურთიერთობა ალიევის ფონდსა და საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტს შორის სხვადასხვა პროექტებით “, - განაცხადა ელისო ბოლქვაძემ.