პოლიტიკა

„ელისო ბოლქვაძე, ეს გაუგებრობა საიდან ჩამოიყვანეს? ამ პარიზში ამისთვის გავაგზავნეთ?“ - შალვა ნათელაშვილი (ვიდეო)

შალვა ნათელაშვილი
1623348719
დაკოპირებულია

„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში „ქართული ოცნების“ დეპუტატების შემოსავლებზე ისაუბრა.

მისი თქმით, პარლამენტში არ შევა, სანამ ახალი არჩევნების თარიღი არ გამოცხადდება და ხალხი არ გადაირჩევს ამ ხელისუფლებას.

„ვის აფინანსებს ჩვენი გამწარებული ხალხი? ზოგიერთებს ჩვენზე რომ აქვთ ენა გადმოგდებული, სხვათა შორის დღეს ელისაშვილი და „გირჩი“ ეს ნარკომანების პარტია როგორ აქტიურობდა. დღეს აღუდგენიათ მათთვის დაფინანსება, რომელზეც მათ უარი თქვეს. ასეთი უზნეობა რაც გრძელდება, თქვენ არ გინდათ ქუჩაში გამოსვლა? ესენი არ არიან პოლიტიკური ჯგუფები, ესენი უნდა „აღიგავონ პირისაგან მიწისა“.

ვის ვაფინანსებთ ჩვენო ძვირფასო მეგობრებო, ჩემო მშრომელებო, პარლამენტის თავმჯდომარე კახაბერ კუჭავას 25 ათასი აქვს თვეში, ხომ წარმოგიდგენიათ ჩვენი 20 ათასი ლარი არის ამათი ერთი ვახშამი „ბურჯი ხალიფაში“ დუბაიში რომ მიდიან. ის ბიძინა ივანიშვილის მარჯვენა ხელია, გია ვოლსკი - ნარკოტიზმის ფუძემდებელი თბილისში, ჩემი თაობის არის კომპარტიის სამსახურში რომ მუშაობდა იქიდან ვიცოდით, რომ ჰეროინით იყო ჩაბუჟბუჟებული, ამას აფინანსებთ თვეში 15 ათასით, ჩემზე რომ აქვთ ენა გადმოგდებული ზოგიერთ ავყიას და ბოროტს.

ავთანდილ ენუქიძე - პოლიციაში მილიონებ ნაშოვნი კაცი, არჩილ თალაკვაძე - ალუჩის და ტყემლის ლექსის ავტორი, სანდრა რულოვსის ყოფილი დენშიკი, ადიუტანტი რომლის ხელფასიც 20 ათასი ლარია თვეში, დავით სერგეენკო - რომელმაც ღვიძლის წამალის რამდენიმე ასეული მილიონი გაყიდა თურქეთსა და აზერბაიჯანში, ელისო ბოლქვაძე - ეს გაუგებრობა საიდან ჩამოიყვანეს? ამ პარიზში იმ კინოში რომ არის, რა გასწავლეს პარიზშიო? ამისთვის გავაგზავნეთ, რომ ეთქვა ქვეყანას არ უჭირს, ხალხი კარგად არის და სუპერმარკეტებში რიგებიაო თურმე, ეს განაცხადა დეპუტატმა.

მე მინდა, ამ ბოროტმა ხალხმა გაიგოს რომ იგესლებიან „ლეიბორისტულ პარტიაზე“ და რომ ვერ გაძღნენ ჩვენი სიძულვილით. სანამ ამ რეჟიმს არ განდევნით, არაფერი გვეშველება მანამდე. ყველა ხელისუფლებას შერჩა ჩვენგან წაღებული მილიარდები.“ - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

გაეროს გენერალური
მდივნის მრჩეველი
ჯანდაცვის საკითხებში
 პროფესორი, გიორგი
ფხაკაძე - Pia.ge

გიორგი ფხაკაძე: ეპიდაფეთქება წელსაც ბათუ...

ჯანდაცვის საკითხებში გაეროს გენერალური მდივნის მრჩევლის გიორგი ფხაკაძის განცხადებით, ეპიდაფეთქება წელსაც ბათუმიდან დაიწყება, თუმცა ვითარება, შარშანდელთან შედარებით, ბევრად მწვავე იქნება.

1624190431

ვაკეში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, დაშავებულია ახალგაზრდა ქალი, რომელიც მოპედით მოძრაობდა.

1624211716

პოლიტიკური პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე გიორგი გახარია ბრიუსელის შემდეგ სამუშაო შეხვედრებს ამერიკის შეერთებულ შტატებში გამართავს. ამის შესახებ ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ვარცელებს.

1624210667

სომხეთის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში ხმის მიცემის პროცესი 20:00 საათზე დასრულდა. ამ დროისთვის საარჩევნო უბნებზე ხმების დათვლის პროცესი მიმდინარეობს.

1624207740

იტალიური კლუბი საქართველოს ქალ ფეხბურთელთა ნაკრებისა და „ლანჩხუთის“ გუნდის 21 წლის მეკარე თათია გაბუნიათი დაინტერესდა. ამის შესახებ ინფორმაციას ინტერნეტგამოცემა „სპორტალი“ ავრცელებს.

1624204204
დემოკრატიული ცვლილებების
ცენტრის ხელმძღვანელი

სიტყვის თავისუფლება ტყუილის ტირაჟირებას არ ნი...

დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე პროკურატურის მიერ ფარულ აუდიო ჩანაწერთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ შუალედურ დასკვნას ეხმაურება.

აჭარაში მომიტინგეებსა და პოლიციას შორის...

აჭარის მთავრობის სახლთან აქციაზე მომიტინგეებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება მოხდა.

ნატახტარი-ჟინვალის გზაზე ავარია მოხდა (ფ...

ნატახტარი-ჟინვალის გზაზე ავარია მოხდა. ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.

სოზარ სუბარი: ქვეყნის განვითარების 10 წლ...

„ქვეყნის განვითარების 10 წლიანი გეგმა პრაქტიკულად ყველა ასპექტს მოიცავს - განათლების რეფორმას, ჯანდაცვას, ქვეყნის ინფრასტრუქტურულ განვითარებას, სივრცით მოწყობას, კონფლიქტებთან დაკავშირებულ პოლიტიკას და სხვა“, - ამის შესახებ პარლამენტის რეგიონული განვითარებისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა განაცხადა.