მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ელისო ბოლქვაძე: გიორგი გახარიას ძალიან დიდ პატივს ვცემ

კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე

„პირადად გიორგი გახარიას ძალიან დიდ პატივს ვცემ. ვფიქრობ, ის არის ქვეყნის პატრიოტი“, - აღნიშნული შეფასება დეპუტატმა, ელისო ბოლქვაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა.

კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ექსპრემიერ გიორგი გახარიას განცხადებასთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ დემოკრატიული ქვეყნისთვის ახალი პარტიების შექმნა მისასალმებელია. მისი შეფასებით, გიორგი გახარია პატრიოტია.

„დემოკრატიული სამყარო ახალ პარტიებსაც მიესალმება, ამაში განსაკუთრებულს ვერაფერს ვხედავ. წარმოდგენა არ მაქვს, რაზე ალაპარაკდება გიორგი გახარია, რადგან ამბავი ათი წუთის წინ გავიგე.

პირადად გიორგი გახარიას ძალიან დიდ პატივს ვცემ. მასთან სხვადასხვა მიმართულებით მცირე საუბრები მქონდა და ვფიქრობ, რომ ის არის ქვეყნის პატრიოტი“,- განუცხადა ჟურნალისტებს ელისო ბოლქვაძემ.

გიორგი გახარიამ პრემიერ-მინისტრის თანამდებობა 18 თებერვალს დატოვა.

„მიუხედავად იმისა, რომ უამრავი სხვადასხვა ჭორი დადიოდა, არსად წასვლას არ ვაპირებ. მეტიც, არც პოლიტიკიდან წავალ“,- განაცხადა მან დღეს, ჟურნალისტებთან საუბრისას.