მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ელისო ბოლქვაძე პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარედ აირჩიეს

კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე

პარლამენტმა კულტურის კომიტეტის თავმჯდომარედ ელისო ბოლქვაძე აირჩია. 

მის კანდიდატურას მხარი 80-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი არცერთი დეპუტატი იყო.

შეგახსენებთ, რომ კულტურის კომიტეტი პარლამენტში რამდენიმე დღის წინ შეიქმნა. მანამდე ის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტთან იყო გაერთიანებული.

16 მარტს, ასევე, გაიყო განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო და მას კულტურის უწყება გამოეყო.