მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ემოციურად კი თამაშობს ნიკა მელია, მაგრამ არ არის ნამდვილი და ვერასდროს იქნება“ - მიხეილ ყაველაშვილი

ნაძალადევის მაჟორიტარობის კანდიდატი, 2020 წ.

„ქართული ოცნების“ დეპუტატი მიხეილ ყაველაშვილი სატელევიზიო ეთერში აცხადებს, რომ ნიკა მელია, მიუხედავად ემოციური თამაშისა, მაინც არ არის და ვერ იქნება ნამდვილი.

„ჩვენი პარტნიორები მიმართავენ ოპოზიციას, რომ არ იყო გაყალბება, იქნებ თქვენი ქვეყნის სასიკეთოდ პარლამენტში შეხვიდეთო.“ - აღნიშნავს ყაველაშვილი.

მისი თქმით, მმართველი პარტია ოპოზიციისგან გაყალბების ბრალდებას სერიოზულად ვერ მიიღებს.

„ეს ახალი სახეები გახდნენ „ნაციონალური მოძრობის“ შთამომავლები, ეს ოპოზიციური ძალები გინდა არ გინდა მიიტმასნეს მათ.“ - აცხადებს იგი.

ყაველაშვილის თქმით, ე.წ გავრილოვის ღამეს, თავდაპირველად, 20 000 ადამიანი გამოვიდა აქციაზე, მაგრამ შემდეგ, როდესაც გაიგეს, ვინ იდგა იქ და საიდან მოდიოდა ეს ყველაფერი (გულისხმობს „ნაციონალურ მოძრაობას“), 5 000 ადამიანზე მეტი იქ აღარ მისულა.

აგრეთვე იხილეთ:

„სად „ნაცი“ და სად გმირი“ - მიხეილ ყაველაშვილი ნიკა მელიაზე