პოლიტიკა

ენმ საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვაში მონაწილეობას არ მიიღებს

ენმ კენჭისრაშ
მონაწილეობას არ მიიღებს
1592724338
დაკოპირებულია

საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვაში საპარლამენტო ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“ მონაწილეობას არ მიიღებს. ამის შესახებ პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა კიდევ ერთხელ გამოხატავს მხარდაჭერას საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებულ საკონსტიტუციო ცვლილებების მიმართ. ვთვლით, რომ შემუშავებული საარჩევნო მოდელი მრავალპარტიული მმართველობის შესაძლებლობებს მნიშვნელოვნად ზრდის. ცვლილებების ეს პაკეტი არის საქართველოს მოქალაქეების, საერთაშორისო პარტნიორების, სამოქალაქო საზოგადოების და ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ძალისხმევის შედეგი. ნაციონალურ მოძრაობას ამ პროცესში მნიშვნელოვანი როლი მიუძღვის.

ამავე დროს, დემოკრატიის და სამართლიანი არჩევნების პრინციპების ხელშეწყობისათვის აუცილებელია მიღწეული შეთანხმებების შესრულება, მით უფრო, იმ ხელისუფლების პირობებში, რომელმაც თავის საქმიანობის ქვაკუთხედად მოქალაქეების მუდმივი მოტყუება აქცია. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ჩვენი პოზიცია ეფუძნება ჩვენი ამომრჩევლების ნებას - საკონსტიტუციო ცვლილებებისადმი ჩვენი მხარდაჭერა უპირობო იქნებოდა 8 მარტის შეთანხმების ყველა პუნქტის შესრულებით, კერძოდ პოლიტპატიმარ გიორგი რურუას გათავისუფლებით, რაც სამწუხაროდ ამ მომენტამდე არ მოხდა. საკონსტიტუციო ცვლილებების ჩავარდნის შემთხვევაში, მთელი პასუხისმგებლობა ბიძინა ივანიშვილს და ქართულ ოცნებას დაეკისრება.

ზემოაღნიშნული არგუმენტებიდან გამომდინარე, ნაციონალური მოძრაობის საპარლამენტო ფრაქცია მონაწილეობას არ მიიღებს კენჭისყრაში. ამასთანავე, პატივს ვცემთ სხვა ოპოზიციური ფრაქციების და დამოუკიდებელი დეპუტატების გადაწყვეტილებას საკონსტიტუციო ცვლილებების მხარდაჭერასთან დაკავშირებით“, - ნათქვამია ენმ-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

21 ივნისს პარლამენტის რიგგარეშე სხდომა 12:00 საათზე, პლენარულ სხდომათა დარბაზში გაიმართება.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის თქმით, რიგგარეშე სხდომის ერთ-ერთი მთავარი დატვირთვა საქართველოს კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებზე მსჯელობა იქნება.

ქართველი ჩოგბურთელი

ნიკოლოზ ბასილაშვილი ინდიან უელსის ვიცე-ჩ...

ნიკოლოზ ბასილაშვილს ინდიან უელსის მოგებამდე ძალიან ცოტა დააკლდა - ერთადერთი სეტი. ქართველი ჩოგბურთელი 1000-იანი მასტერის ფინალში ბრიტანელ კამერონ ნორის შეხვდა და დაძაბულ ბრძოლაში, სამ სეტში, 6:3, 4:6, 1:6 დამარცხდა.

1634537371

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 18 ოქტომბერს გვიან საღამოდან 21 ოქტომბრამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.

1634538437

აშშ-ის თავდაცვის მდივანი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მისი ვიზიტის მიზანი საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციისკენ წინსვლაა,- ამის შესახებ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილემ, გიორგი ხელაშვილი „ტვიტერის“ გვერდზე წერს.

1634537903

ინდოეთის სამხრეთ ნაწილში, კერალას შტატში წყალდიდობას და მეწყერს 24 ადამიანი ემსხვერპლა. კიდევ 20 უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. ამის შესახებ BBC იუწყება.

1634537869

„აშშ მტკიცედ განწყობილია, საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებასა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე წინსვლაში დაეხმაროს“, - განაცხადა აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა.

1634537262
გაეროს გენერალური
მდივანი

„ვაქცინის გავრცელების უთანასწორობა კორონავირუ...

„ვაქცინის გავრცელების უთანასწორობა კორონავირუსის ვარიანტებს განვითარების საშუალებას აძლევს“, - განაცხადა გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერესმა.

1634536804
ბუკიას ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოები დ...

ბუკიას ბაღში სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა. განახლებული ბაღი თბილისის მერმა კახა კალაძემ დაათვალიერა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

ზუგდიდში მამუკა წოწერიას მხარდამჭერთა ჯგ...

ზუგდიდში „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატის მამუკა წოწერიას მხარდამჭერთა ჯგუფი შეიქმნა, რომელშიც სხვადასხვა თაობისა და პროფესიის ზუგდიდელები არიან გაერთიანებული. ამის შესახებ ინფორმაციას პარტია ავრცელებს.

კახა კალაძე: ხვალიდან ვიწყებ აქტიურ წინა...

„არ მაინტერესებს ოპონენტის გეგმები, ჩემთვის მნიშვნელოვანია თბილისელებს ავუხსნა, როგორ ვგეგმავ თბილისის განვითარებას. ხვალიდან დავიწყებ აქტიურ წინასაარჩევნო კამპანიას“,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.