მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ერდოღანი: საქართველოსთან ისეთი მნიშვნელოვანი პროექტები გვაქვს განხორციელებული, რომელიც მთლიანად რეგიონს უცვლის სახეს

თურქეთის პრეზიდენტი

„როგორც ენერგეტიკის, ასევე ყველა სხვა სფეროში არის თურქული ინვესტიციები საქართველოში, რომელიც 214 მლნ დოლარია“, - ამის შესახებ თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

რეჯეფ თაიფ ერდოღანის თქმით, თურქეთს საქართველოსთან აქვს დიდი, მნიშვნელოვანი პროექტები განხორციელებული, ისეთი პროექტები, რომელიც მთლიანად რეგიონს უცვლის სახეს.

„ერთ-ერთი ასეთი არის სტრატეგიული პროექტი, სამხრეთ გაზის დერეფანი, რომელზედაც ჩვენ უკვე შევქმენით ეს პლატფორმა. დამაკავშირებელი მექანიზმებისა და სხვადასხვა დერეფნების და კომბინირებული დერეფნების საშუალებით, ძალიან მრავალმხრივი თანამშრომლობები გვაქვს ჩვენ დაწყებული.

აღნიშნულის ფარგლებში, უნდა აღვნიშნოთ, რომ ჩვენ განვახორციელეთ დერეფანი, აღმოსავლეთ-დასავლეთის დერეფნად წოდებული, რომელიც თურქეთის გავლით, კავკასიიდან და კასპიის ზღვიდან გვაკავშირებს ჩინეთთან.

აბრეშუმის გზის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი, ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალი ტვირთების გადაზიდვას ახდენს, როგორც ჩვენი ქვეყნიდან, ასევე რუსეთიდანაც. ჩვენ ვისაუბრეთ ასევე, როგორ უნდა გავზარდოთ ეს სარკინიგზო მაგისტრალი, „მარმარაის“ გვირაბის გამოყენების საშუალებით.

ასევე განვიხილეთ ტერორიზმთან ბრძოლის საკითხები და განსაკუთრებით ხაზგასმით აღვნიშნეთ „ფეტოს“ ტერორისტულ ორგანიზაციასთან ბრძოლის საკითხი“, - აღნიშნა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.