მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ერდოღანი: თურქეთი ყველა დონეზე ხაზს უსვამს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერას

ერდოღანი შეზღუდვებზე

„თურქეთი ყველა დონეზე, ყველა პლატფორმაზე ხაზს უსვამს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერას“, - ამის შესახებ თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც თურქეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, თურქეთი მხარს უჭერს საქართველოს ინტეგრაციას ევროატლანტიკურ ორგანიზაციებში.

„თურქეთი ყველა დონეზე, ყველა პლატფორმაზე ხაზს უსვამს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერას. ვსარგებლობ შემთხვევით და მინდა კიდევ ერთხელ აღვნიშნო, რომ ჩვენი დიდი სურვილია, რომ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის პრობლემები მოგვარდეს მშვიდობიანი გზით. ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს ინტეგრაციას ევროატლანტიკურ ორგანიზაციებში“, - განაცხადა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

✔️ ერდოღანი: საქართველოსთან ისეთი მნიშვნელოვანი პროექტები გვაქვს განხორციელებული, რომელიც მთლიანად რეგიონს უცვლის სახეს