პოლიტიკა

ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატში კონცეპტუალური დოკუმენტების შემუშავების კომისიის სხდომა გაიმართა

სხდომა ეროვნული
უსაფრთხოების საბჭოს
აპარატში
1627131396
დაკოპირებულია

ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატში, საბჭოსთან არსებული ეროვნული დონის კონცეპტუალური დოკუმენტების შემუშავების მაკოორდინირებელი მუდმივმოქმედი უწყებათაშორისი კომისიის სხდომა გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

ამავე ცნობით, სხდომას კომისიის თავმჯდომარე, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივანი და შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური უძღვებოდა.

სხდომაზე ეროვნული დონის ორი კონცეპტუალური დოკუმენტის დამტკიცების საკითხი განიხილეს.

სხდომის დღის წესრიგის თანახმად, პირველ საკითხად განხილულ იქნა ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის 2021-2024 წლების ეროვნული სტრატეგიისა და 2021-2022 წლების სამოქმედო გეგმის პროექტები.

სხდომის ფარგლებში, მეორე საკითხად განხილულ იქნა 2021-2024 წლების საქართველოს კიბერუსაფრთხოების ეროვნული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის პროექტები.

სხდომაზე მომხსენებლებად გამოვიდნენ: კომისიის თავმჯდომარის მოადგილე, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი − სერგო თურმანიძე და კომისიის წევრი, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე დარახველიძე.

მომხსენებლებმა სხდომის მონაწილეებს შესაბამისი სტრატეგიებისა და სამოქმედო გეგმების პროექტები გააცნეს და მათი შემუშავების პროცესთან დაკავშირებით, სხდომის მონაწილეების ინფორმირება მოახდინეს. სხდომის ფარგლებში, აღნიშნული დოკუმენტების საქართველოს მთავრობისთვის დასამტკიცებლად წარდგენის გადაწყვეტილება იქნა მიღებული.

სხდომაში მონაწილეობდნენ უწყებათშორისი კომისიის წევრები: საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე, ალექსი ბატიაშვილი; საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსის მოადგილე, გიორგი ლილუაშვილი; საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე, თორნიკე ჭეიშვილი; საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე, ლელა ჩიქოვანი; საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, ლაშა დარსალია; საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ვლადიმერ ჩაჩიბაია და პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ხელაშვილი.

მთავრობის
ადმინისტრაციასთან ირაკლი
ბებუას ოჯახმა საპროტესტო
აქცია გამართა

მთავრობის ადმინისტრაციასთან ირაკლი ბებუა...

ოკუპირებულ აფხაზეთში დაკავებული ირაკლი ბებუას ოჯახის წევრები და ახლობლები მთავრობის ადმინისტრაციასთან აქციას მართავენ.

„ქართული ოცნების“ დედაქალაქის საკრებულოს ვაკის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატმა გიორგი ტყემალაძემ ვაჟა-ფშაველას მეშვიდე კვარტალის და ჭავჭავაძის გამზირის მოსახლეობასთან მორიგი წინასაარჩევნო შეხვედრა გამართა. ინფორმაციას პარტია ავრცელებს.

1632040609

„კორონავირუსის გავრცელების მაჩვენებლები იკლებს“, - ამის შესახებ ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალი კლინიკის სამედიცინო დირექტორმა, მაია ჩხაიძემ განაცხადა.

1632039410

19 სექტემბერი უფროსი სერჟანტი ზაზა ფერაძის სახელობის საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრის დაარსების დღეა. იუბილე ცენტრის დისლოკაციის ადგილზე, ახალქალაქში, თანამედროვე ინფრასტრუქტურითა და ინვენტარით აღჭურვილი ბაზის ტერიტორიაზე საზეიმო ღონისძიებით აღნიშნა, - ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

1632039043

დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიაში მასშტაბური ინფრასტრუქტურული სამუშაოები ჩატარდა. დღეს საქართველოს თავდაცვის მინისტრი თავდაცვის ძალების მეთაურთან ერთად ეროვნული თავდაცვის აკადემიაში იმყოფებოდა და განახლებულ პირობებს გაეცნო, - ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

1632038013
აშშ-ს დაავადებათა
კონტროლის ცენტრის
დირექტორი

„არის იმედი, რომ კორონავირუსი გაზაფხულისთვის...

„კოვიდპანდემია მომდევნო წლის გაზაფხულისთვის დასრულდება“, - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების მთავარმა ინფექციონისტმა, ენტონი ფაუჩიმ განაცხადა.

1632037406
„დაიმახსოვრეთ, გახარია რუსეთზე მომუშავე...

პარტიის „კანონი და სამართალი“ ლიდერის თაკო ჩარკვიანის განცხადებით, ყოფილი პრემიერი გიორგი გახარია რუსეთის ინტერესებისთვის მუშაობს.

Bloomberg-მა მსოფლიოს უმდიდრესი ოჯახების...

სააგენტო Bloomberg-ის თანახმად, მსოფლიოში უმდიდრესი ვალტონის ოჯახია, რომელიც უმსხვილეს საბითუმო და საცალო გაყიდვების ქსელს Walmart-ს ფლობს. ოჯახის ქონება ჯამში 238.2 მილიარდ დოლარს შეადგენს.

„გთხოვთ, არ ისარგებლოთ ჩემი ოჯახის ტრაგე...

თბილისში მოკლული ნიკა კვარაცხელიას მამიდა ჟურნალისტებს მიმართავს. იგი მედიისგან ითხოვს არ მოხდეს ფაქტების დამახინჯება და ახალგაზრდას სახელის შებღალვა.