მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ერთი დამაჯერებლობისთვის და ასი საზოგადოების მოტყუებისათვის ეს - იყო სიურპრიზი, რომელსაც სააკაშვილი გვპირდებოდა - მდინარაძე ეგრეთ წოდებულ კრებსებზე

მამუკა მდინარაძე - პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი.

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში ეგრეთ წოდებული კრებსების თემაზე ისაუბრა.

მდინარაძის განმარტებით, ამ ტყუილ-მართლის „გამოგდებას“ მიზანი, ქვეყნის არევა და სახელმწიფოსა და ეკლესიის დაპირისპირება იყო.

„ამ ტყუილ-მართლის შესახებ არსებობს ე.წ კრებსები, ანუ გადატანილი ფურცელზე, რაც არის შემდეგ დაფაილებული. იქ ბევრი ტყუილიც ვნახეთ და ეს ტყუილები გამომდინარეობს იქიდან რომ თუკი რამე არის ოდნავ რეალური ინფორმაცია, ეს დამაჯერებლობისთვის, დანარჩენი საზოგადოების მოტყუებისათვის.

ერთი დამაჯერებლობისთვის და ასი შემდეგ საზოგადოების მოტყუებისათვის და ეს იყო ერთ-ერთი სიურპრიზი, რომელსაც მიხეილ სააკაშვილი ჩვენ გვპირდებოდა. ახლა ეს ვინ ჩაწერა, ვინ დაამონტაჟა, ვისი ინტერესი იყო, ვის დროს ჩაიწერა, რომელია ავთენტური, რომელია კანონიერად მოსმენილი, რომელია უკანონოდ მოსმენილი, რომელთან დაკავშირებით ჩვენ შეგვიძლია კონკრეტული პასუხისმგებლობა ავიღოთ, რომელია, არა ვთქვათ, საქართველოს უსაფრთხოების სამსახურის მიერ შეიძლება რაღაც იყოს, საერთოდ არ იყოს ჩაწერილი, უამრავი კითხვა და ვერსია შემიძლია კიდევ ერთი ათი, თხუთმეტი ან ოცდაათი დაგისახელოთ.

ამას სჭირდება გამოძიება და ახლა რატომაა იცით, ჟარგონს გამოვიყენებ “გამოგდებული” მაინც და მაინც? მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ რომ ტყუილ-მართალი ვერ გაარკვიოს ვერავინ. 2 კვირით ადრე ამის “გამოგდება” ნიშნავს ერთადერთ რაღაცას, რომ გამოძიება 2 კვირაში ვერც ერთ ქვეყანაში მსოფლიოში ვერ დაადგენს რომელია ავთენტური და ასე შემდეგ, აღარ გავიმეორებ იმ კითხვებს, რაც უკვე დავსვი, ამ კითხვებზე პასუხია საჭირო, ამას სჭირდება მინიმუმ რამდენიმე თვე, ეს ყველაზე კარგ შემთხვევაში, თუ წლები არა, აქედან გამომდინარე, გათვლილი იყო იმაზე, რომ არეულიყო ქვეყანა, დაჰპირისპირებოდა სახელმწიფო ეკლესიას, ეკლესია სახელმწიფოს, მმართველ გუნდს და ამით მოეგოთ არჩევნები“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.