მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ეს არის გულსატკენი მაგალითი იმისა, თუ რა როლს თამაშობს რუსეთი საქართველოში“- კელი დეგნანი ზაზა გახელაძის შესახებ

აშშ-ს ელჩი საქართველოში

ამერიკის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონოდ დატყვევებულ ზაზა გახელაძის საკითხს გამოეხმაურა.

მისი თქმით, ეს კონკრეტული შემთხვევა გულსატკენი მაგალითია იმისა, თუ რა როლს თამაშობს რუსეთი საქართველოში.

„მოხარული ვარ, რომ ზაზა გახელაძის ოჯახთან შეხვედრის საშუალება მომეცა, ეს არის გულსატკენი მაგალითი იმისა, თუ რა როლს თამაშობს რუსეთი საქართველოში ამას თავის შედეგები ექნება. ეს მაძლიერებს, დავადასტურო აშშ-ის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ.

რუსეთმა უნდა გაიყვანოს ჯარი და უნდა შეასრულოს 2008 წლის შეთანხმება“ - განაცხადა კელი დეგნანმა.

შეგახსენებთ, ზაზა გახელაძეს ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლომ 12 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.

ინფორმაციისთვის, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, კასპის მუნიციპალიტეტში არსებული სხვილოს ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე, უკანონოდ დააკავეს კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ჭალაში მცხოვრები ზაზა გახელაძე. მისი ოჯახი კი საპროტესტო აქციებს 23 ივნისიდან აანონსებს.

იხილეთ აგრეთვე:

✅ამერიკის საელჩო ზაზა გახელაძეს საქმესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

✅ზაზა გახელაძეს ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლომ 12 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა

✅„23-ში არის ზაზას დაბადების დღე და გავალთ უკვე ქუჩაში“ - გახელაძის ოჯახი აქციებს აანონსებს