მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ეს იყო ორი ადამიანის შეხვედრა, რომლებიც ერთმანეთს პატივს სცემენ“ - კახა ქემოკლიძე გახარია-კალაძეზე

გახარია და კალაძე

პარტია „საქართველოსთვის“ წევრი კახა ქემოკლიძე ადასტურებს, რომ ყოფილი პრემიერი გიორგი გახარია თბილისის მერს კახა კალაძეს პირადად შეხვდა და საკუთარი თავის კანდიდატად დასახელების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

„ბევრი სპეკულაცია და კონსპირაციის ღრმა თეორიები მოვისმინე. ეს იყო აბსოლუტურად გამჭვირვალე შეხვედრა. თბილისის მერიაში ბატონი გახარია შეხვდა ბატონ კალაძეს. ეს იყო იმ ადამიანების შეხვედრა, ვინც ერთმანეთს პატივს სცემდნენ წარსულში, პატივს სცემენ და იმედი მაქვს, პოლიტიკური დაპირისპირების მიუხედავად, ასე გაგრძელდება.

სწორედ ის უთხრა გახარიამ კალაძეს, რომ ის აპირებს მის გამოწვევას თბილისის მერობის პოსტისთვის ბრძოლაში და ეს გამოწვევა იქნება აბსოლუტურად ღირსეულად მიღებული და გაგრძელებული ჩვენგან“, - აღნიშნა კახაბერ ქემოკლიძემ.

აგრეთვე წაიკითხეთ:

⭕ „შეხვედრა იყო, გახარიამ მითხრა, რომ აპირებდა კანდიდატურის დაყენებას“ - კახა კალაძე

⭕ „პირველივე ტურში დავამთავრებთ არჩევნებს“ - კალაძე

⭕ „არჩევნები ოლიმპიადა არ არის, რომ ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლო“ - ირაკლი კობახიძე გახარიას პარტიაზე