მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ეს შეთანხმება არ არის ფინალური ხაზი, არის საწყისი წერტილი საქართველოს დემოკრატიის განმტკიცებისთვის“- შარლ მიშელი

ევროსაბჭოს პრეზიდენტი

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა ორბელიანების სასახლეში გამართულ ღონისძიებაზე ონლაინ ჩართვისას განაცხადა, რომ ეს შეთანხმება არ არის ფინალური ხაზი, არის საწყისი წერტილი საქართველოს დემოკრატიის განმტკიცებისთვის, საწყისი წერტილი პოლიტიკოსების მუშაობისთვის, რათა გაუძღვნენ ქვეყანას ევროატლანტიკურ გზაზე.

„მადლობელი ვარ პრემიერ-მინისტრისა და თქვენი, პოლიტიკურო ლიდერებო, ოპოზიციური პარტიების არჩეულო წევრებო, თქვენი სიმამაცისა და მამაცური პოლიტიკური არჩევანისთვის. ქალბატონო პრეზიდენტო, ჩვენ მჭიდრო კონტაქტში ვიყავით მთელი ამ დროის განმავლობაში.

თქვენ გამიზიარეთ თქვენი აზრები, რაც უზომოდ სასარგებლო იყო ჩემთვის. მადლობა თქვენი სიბრძნისთვი. ეს შეთანხმება არ არის ფინალური ხაზი. ეს არის საწყისი წერტილი, საწყისი წერტილი თქვენი მუშაობისთვის, საქართველოს დემოკრატიის განმტკიცებისთვის, საწყისი წერტილი თქვენი მუშაობისთვის, რათა გაუძღვეთ ქვეყანას ევროატლანტიკურ გზაზე“- აღნიშნა შარლ მიშელმა.

მან ასევე მოუწოდა იმ პოლიტიკოსებს, ვინც ხელი არ მოაწერა დოკუმენტს, რომ შეუერთდნენ ამ შეთანხმებას.

„საქართველოს მოქალაქეები ისედაც დგანან გამოწვევების წინაშე – „კოვიდ-19“-ის პანდემია, რეფორმები, კანონის უზენაესობა და მართლმსაჯულების კუთხით არსებული გამოწვევები. მათ, ვინც დღეს ხელი არ მოაწერა შეთანხმებას, მინდა, მოგიწოდოთ საქართველოს ინკლუზიური, მრავალპარტიული დემოკრატიული ინტერესების გათვალისწინებით, შეუერთდეთ ამ ხელმოწერას. მჯერა, რომ დღევანდელი ახალი ეტაპი ძალიან მნიშვნელოვანია, რთული რეგიონული კონტექსტის გათვალისწინებით“- განაცხადა შარლ მიშელმა.

ინფორმაციისთვის, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის დოკუმენტზე „საქართველოს წინსვლის გზა“ ხელმოწერის ცერემონია 19 აპრილს, პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა.

შეთანხმებას ხელს აწერენ: „გირჩი“, ზურაბ ჯაფარიძე, „ლელო“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, დავით ბაქრაძე, „რესპუბლიკური პარტია“, სალომე სამადაშვილი, „ქართული ოცნება“, „მოქალაქეები“

იხილეთ აგრეთვე:

✔️„ქართულმა ოცნებამ“ და ოპოზიციური პარტიების ნაწილმა შეთანხმებას ხელი მოაწერეს

✔️შარლ მიშელი ხვალ საქართველოში ჩამოვა